საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹1472აპ 3 აპრილი, 2009 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი
დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ო-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ქ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განაჩენით ბ. O-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ ბრალდების ამ ნაწილზე უარის თქმის გამო და გამართლდა.
ბ. ო-ას მოეხსნა წინასწარი გამოძიების ეტაპზე წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და გამართლდა.
ბ. ო-ა, _ დაბადებული ....... წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით _ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 120-ე მუხლით ჯარიმა _ 2000 ლარი, რაც უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე, ანგარიშის ნომერია 200122900, კოდი _ 3264. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბ. Oო-ას მიმართ სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ბ. Oო-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2000 ლარი. ბ. Oო-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 15 დეკემბრის 17.00 საათიდან.
ნივთმტკიცებები _ რ. დ-ის კუთვნილი ჯემპრი და ტრუსი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ. შ-ას; ლ. ჭ-ას კუთვნილი მაისური და ე.წ. «ბანდაჟი», საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ლ. ჭ-ას.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ბ. ო-ს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით შერაცხული მსჯავრდება დანიშნულ სასჯელთან ერთად და ამ ნაწილში გამართლდა.
ბ. ო-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბ. Oკ-ას მიმართ სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ბ. Oო-ას განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 15 დეკემბრიდან
ნივთმტკიცებები - რ. Dო-ის კუთვნილი ჯემპრი და ტრუსი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ. შ-ას; ლ. ჭ-ას კუთვნილი მაისური და ე.წ. «ბანდაჟი», საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ლ. ჭანტურიას.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ბ. ო-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ქ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ. ო-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ქ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.