საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.03.2009
საქმის ნომერი
2კ-1475აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

1475აპ 25 მარტი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ოშხარელი

მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი

დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ვ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის, მისი კანონიერი წარმომადგენლის _ მ. ნ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივნისის განაჩენით:

ტ. ს. _ დაბადებული .. .. .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის «ა», «ე» ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ტ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.Mმას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 16 მარტის 23:05 საათიდან.

Mმ. ვ. _ დაბადებული .. .. .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტებით _ 6 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და მოსახდელად დაენიშნა 4 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის «ა», «ე» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და მოსახდელად დაენიშნა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მ. ვ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.Mმას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 17 მარტის 11:10 საათიდან.

ნივთმტკიცებები _ ავტომანქანა, სახ ¹.. .. .., «.. .. ..» მობილური ტელეფონი, აუდიო-მაგნიტოფონი, რომლებიც ხელწერილით შესანახად აქვს გადაცემული დაზარალებულ თ. ხ-ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს თ. ხ-ს; ხელყუმბარის მსგავსი ცილინდრული ფორმის მეტალის საგანი, რომელიც ინახება თბილისის ისანი-სამგორის პოლიციის მე-5 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება:

ტ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის «ა», «ე» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ ტ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.Mმას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 16 მარტიდან.

Mმ. V. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის «ა», «ე» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მ. ვ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.Mმას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 17 მარტიდან.

ნივთმტკიცებები _ ავტომანქანა, სახ ¹..A.. მობილური ტელეფონი, აუდიო-მაგნიტაფონი, რომლებიც ხელწერილით შესანახად აქვს გადაცემული დაზარალებულ თ. ხ-ს უნდა დარჩეს მის საკუთრებაში; ხელყუმბარის მსგავსი ცილინდრული ფორმის მეტალის საგანი, რომელიც ინახება თბილისის ისანი-სამგორის პოლიციის მე-5 განყოფილებაში, უნდა განადგურდეს.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ მ. ვ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის, მისი კანონიერი წარმომადგენლის მ. ნ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ვ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის, მისი კანონიერი წარმომადგენლის _ მ. ნ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.