საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.04.2009
საქმის ნომერი
2კ-1481აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

1481აპ-08 თბილისი

21 აპრილი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დავით სულაქველიძე

მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2008 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, თ. ჭ-ს, _ დაბადებულს .. წელს, _ ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით (2007 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) ასევე იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2007 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 ივნისის განაჩენით თ. ჭ-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით (2007 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში. იმავე განაჩენით თ. ჭ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2007 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, თ. ჭ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2007 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით (2007 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იმავე განაჩენით საქართველოს 59-ე მუხლის საფუძველზე თ. ჭ-ძეს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ თ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2008 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის სხდომაზე განსახილველად

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდებაA