საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
1484აპ 26 მარტი 2009 წელი.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჩ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის განაჩენით:
დაკმაყოფილდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ვ. თ-ის შუამდგომლობა.
დამტკიცდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ვ. თ-სა და განსასჯელ თ. ყ-ს შორის 2008 წლის 10 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება.
თ. ყ. _ დაბადებული .. .. .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის II ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან _ 2 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის საგამოცდო ვადით. პირობითი მსჯავრის პერიოდში მსჯავრდებულ თ. ყ-ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის თბილისის პრობაციის ბიუროს. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 აგვისტოდან.
გ. ჩ. _ დაბადებული .. .. .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის I ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 2381-ე მუხლის I ნაწილით ჯარიმა _ 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გ. ჩ-ს დანიშნული სასჯელის ვადა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის I ნაწილის «ა» ქვეპუნქტით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე, გ. ჩ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 აგვისტოდან.
მოსარჩელეების მიერ სარჩელებზე უარის თქმის გამო, დაზარალებულების _ ი. კ-სა და ა. ხ-ს სამოქალაქო სარჩელების მიმართ წარმოება შეწყდა.
ნივთმტკიცებები _ ცივი იარაღი _ დასაკეცი დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს შემდგომი განკარგვის მიზნით; ჰილზა და სისხლის ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს; დაზარალებულების _ ა. ხ-სა და ი. კ-ს ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ გ. ჩ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ჩ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.