საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.06.2009
საქმის ნომერი
2კ-1512აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.06.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

1512აპ-08 25 ივნისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. გ. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ დ. ხ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც რ. რ-ს ძე გ. და ზ. ბ-ს ძე ნ. ცნობილ იქნენ ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის I, II ნაწილებით, 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) და 363-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მათ სასჯელად განესაზღვრათ: რ. გ-ს _ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ზ. ნ-ს _ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 4000 (ოთხი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენი სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. სამოქალაქო მოსარჩელე ა. ბ-ს უფლება აქვს, იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ დ. ხ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.