საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.05.2009
საქმის ნომერი
2კ-1513აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.05.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2კ-1513აპ.-08 ქ. თბილისი

28 მაისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ი. თ-ს, ვ. ძ-ს და რ. ჯ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ი. ჯ-სა და ზ. კ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივლისის განაჩენით:

1. ი. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,გ” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 16 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 8 000 ლარის ოდენობით;

2. ვ. ძ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 11 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5 500 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 23 წელი, 1 თვე და ჯარიმა 1250 ლარის ოდენობით და განესაზღვრა 34 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 6 750 ლარის ოდენობით;

3. რ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 11 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5 500 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი, 7 თვე და განესაზღვრა 19 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5 500 ლარის ოდენობით; მსჯავრდებულებს დაზარალებულის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1681 ლარის გადახდა. ი. თ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 ივნისიდან, ხოლო ვ. ძ-სა და რ. ჯ-ს _ 2008 წლის 10 ივლისიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: მსჯავრდებულებს მოეხსნათ დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმა; ი. თ-ს ქმედება ქურდობის ბრალდების ეპიზოდში დაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით. მას საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლით და 3 თვით, რ. ჯ-ეს _ 19 წლით და 3 თვით, ხოლო ვ. ძ-ს _ 34 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1250 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების _ ი. თ-ს, ვ. ძ-ს და რ. ჯ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ი. ჯ-სა და ზ. კ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.