საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.03.2009
საქმის ნომერი
2კ-1515აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

1515აპ 25 მარტი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი

დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 ივლისის განაჩენით:

ე. ჭ. _ დაბადებული .. .. .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ე. ჭ-ს განესაზღვრა 7 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 16 აპრილის 17:55 საათიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები _ ე. ჭ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი, ღილაკიანი დანა, რომელიც ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო ასევე მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა _ 41 ლარი, რომელიც ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ე. ჭ-ს.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება:

ე. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით დაენიშნა ჯარიმა _ 500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ე. ჭ-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 16 აპრილიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები _ ე. ჭ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი, ღილაკიანი დანა, რომელიც ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო ასევე მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა _ 41 ლარი, რომელიც ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ე. ჭ-ს.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ე. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ე. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.