შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 07.04.2009
საქმის ნომერი
2კ-1535აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1535აპ-08 1 ივნისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დავით სულაქველიძე

მოსამართლეები: მაია ოშხარელი

პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2009 წლის 7 აპრილს მსჯავრდებულ დ. ფ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

საკასაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2009 წლის 7 აპრილს მსჯავრდებულ დ. ფ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ: განჩინების დადგენილებით ნაწილში გამოტოვებულია მითითება მსჯავრდებულ დ. ფ-ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის მესამე პუნქტის გამოყენების თაობაზე. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 615-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას ხსენებულ განჩინებაში.

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 615-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2009 წლის 7 აპრილს მსჯავრდებულ დ. ფ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ: განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაემატოს შემდეგი მითითება: მსჯავრდებულ დ. ფ-ს ,,ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, გაუნახევრდეს და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

სხვა ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.