საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.03.2009
საქმის ნომერი
2კ-1572აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.03.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

1572აპ 18 მარტი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ც-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ფ. ქ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის განაჩენით:

გ. ბ. _ დაბადებული .. .. .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის «ა» ქვეპუქნტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, გ. ბ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ 10 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 15 სექტემბრიდან.

საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლისა და «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გ. ბ-ს 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

გ. ც. _ დაბადებული .. .. .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, გ. ც-ს საბოლოოდ განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ 10 000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 15 სექტემბრიდან.

საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლისა და «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გ. ც-ს 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ნივთმტკიცებები _ ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _ 45,8 გრამი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სოდ-ის სპეციალურ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; «სონის» ფირმის ვიდეოკასეტა დაერთოს საქმეს.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

დამტკიცდა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ ა. კ-სა და მსჯავრდებულ გ. ბ-ს შორის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ რ. ხ-ის მონაწილეობით, 2008 წლის 7 ოქტომბერს წერილობით გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ბრალსა და სასჯელზე.

გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 5 წლით თავისფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ 9000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ 9000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, გ. ბ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ 18 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 15 სექტემბრიდან.

«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, გ. ბ-ს 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. ვადის ათვლა უნდა დაეწოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

Gგ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისფლების აღკვეთა, სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ა» ქვეპუქნტით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, გ. ც-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 15 სექტემბრიდან.

«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, გ. ც-ს 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. ვადის ათვლა უნდა დაეწოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

ნივთმტკიცებები _ ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _ 45,8 გრამი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სოდ-ის სპეციალურ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილები მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; «სონის» ფირმის ვიდეოკასეტა დაერთოს საქმეს; გ. ც-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები _ ტყავის მუქი ფერის საფულე თანხით _ 120 აშშ დოლარი, «მოტოროლას» ფირმის მობილური ტელეფონი «ც-113» მასში ჩართული სიმბარათი, ციფრული წარწერით ბარათზე 89995010702209708720, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, გაცემული გ. ც-ის სახელზე, შავი ფერის ტყავის საფულე თანხით _ 290 აშშ დოლარი უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, უნდა გადაეცეს ოჯახის სრულწლოვან წევრს. Gგ. ბ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, გაცემული გ. ბ-ის სახელზე, უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ გ. ც-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ფ. ქ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ც-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ფ. ქ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.