საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.05.2009
საქმის ნომერი
2კ-75აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.05.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹75აპ-09 ქ. თბილისი

8 მაისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით გ. ა-ი _ ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», „ბ» და მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტებით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და მე-3 ნაწილის «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» და მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტებით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და მე-3 ნაწილის «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 წლის ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 აპრილიდან. მსჯავრდებულს დაზარალებულების _ რ. ბ-ის, ლ. ნ-ის და გ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა, შესაბამისად, 320,70 და 810 ლარის გადახდა.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა: გ. ა-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.