საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.04.2009
საქმის ნომერი
2კ-76აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹76აპ-09 13 აპრილი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი

დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის განაჩენით:

ვ. კ-ე, _ დაბადებული .... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა საქმის სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 13 აგვისტოდან.

სამოქალქო სარჩელი დაკმაყოფილდა და ვ. კ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა _ 21 860 ლარისა 84 თეთრის გადახდა.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება:

ვ. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა საქმის სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 13 აგვისტოდან.

სამოქალქო სარჩელი დაკმაყოფილდა და ვ. კ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა _ 21 860 ლარისა 84 თეთრის გადახდა.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ვ. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.