საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.05.2009
საქმის ნომერი
2კ-156აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.05.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹156აპ-09 ქ. თბილისი

6 მაისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დავით სულაქველიძე

მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 სექტემბრის განაჩენით შ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. იმავე განაჩენით შ. ჩ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულ შ. ჩ-ის სასიკეთოდ: მას მსჯავრდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და ,,ბ» ქვეპუნქტებით შერაცხული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. იმავე განაჩენითA მსჯავრდებულ შ. ჩ-ს ძირითადი სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით _ შეუმცირდა 6 (ექვსი) თვით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. ამასთან, განაჩენიდან ამოერიცხა მითითება დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის დაკისრების თაობაზე, რის შემდეგაც მსჯავრდებულ შ. ჩ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ შ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.