საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
166აპ-09 30 ივნისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: ზაზა მეიშვილი
მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ გ. ა-სა და გ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ც. რ-სა და ი. ბ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 იანვრის განაჩენზე, რომლითაც გ. ი-ს ძე ა. ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით, 151-ე მუხლით, 236-ე მუხლის I, II ნაწილებითა და 109-ე მუხლის II ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 22 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დაეკისრა ჯარიმა _ 500 (ხუთასი) ლარი.
იმავე განაჩენით: გ. ლ-ს ძე ა. ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, 236-ე მუხლის I, II ნაწილებითა და 109-ე მუხლის II ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დაეკისრა ჯარიმა _ 500 (ხუთასი) ლარი.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ,,მაკაროვის» სისტემის პისტოლეტი ერთი მჭიდითა და ორი ვაზნით გადაეცა შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის შტაბის შეიარაღების განყოფილებას.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ გ. ა-სა და გ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ც. რ-სა და ი. ბ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.