საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.05.2009
საქმის ნომერი
2კ-176აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.05.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹176აპ-09 ქ. თბილისი

11 მაისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დავით სულაქველიძე

მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 20 იანვრის განაჩენზე.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, ხოლოს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. გ-ს შეფარდებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით და ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, შეუმცირდა ერთი მესამედით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეიკრიბა და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით, აგრეთვე ჯარიმა _ 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 5 (ხუთი) წელი. იმავე განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-51 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის გადახდა დაეკისრა მის მშობელს _ გ. გ-ს.

იმავე განაჩენით პ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის, 10 (ათი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და საბოლოოდ დაუწესდა გამოსაცდელი ვადა _ 5 (ხუთი) წელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განაჩენით თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენის კვალიფიკაციის ნაწილში შეტანილ იქნა ცვლილება: მსჯავრდებულების _ გ. გ. და პ. გ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით. იმავე განაჩენით მსჯავრდებულებს _ გ. გ-სა და პ. გ-ს განემარტათ საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებლი მოვალეობანი.

განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულების _ გ. გ-ისა და პ. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 20 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.