საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹178აპ-09 ქ. თბილისი
6 მაისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ქ-ის დამცველის, ადვოკატ ა. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 14 იანვრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 სექტემბრის განაჩენით გ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და იმავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, გ. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 22 (ოცდაორი) წლის ვადით. იმავე განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დაზარალებულ მ. მ-ს სამოქალაქო სარჩელი ფიზიკური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მსჯავრდებულ გ. ქ-ს დაზარალებულ მ. მ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 4609 (ოთხი ათას ექვსას ცხრა) ლარისა და 28 (ოცდარვა) თეთრის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 სექტემბრის განაჩენში მსჯავრდებულის სასიკეთოდ შევიდა შემდეგი ცვლილება:AA გ. ქ-ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა სსკ-ის იმავე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტზე და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ გ. ქ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ქ-ის დამცველის, ადვოკატ ა. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 14 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარ