დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-167-338-კ-03
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
ბს-167-338-k-03 17 მარტი , 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის საოქლო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 14.05.2003წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
03.01.2002წ. სს ,,…“ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის კუთვნილ შენობაში დაკავებული ფართის: მე-3 და მე-4 სართულების გამოთავისუფლება.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 01.04.2002წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ხოლო 17.05.2002წ. განჩინებით - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს 14.06.2002 წ. გადაწყვეტილებით სს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპსაუხე საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს დაევალა სს „…“ კუთვნილი ფართის გამონთავისუფლება. რაც საპელაციო წესით გაასაჩივრდა საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს 14.05.2003 წ. განჩინებით საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ.
12.09.2003 წ. საკასაცაიო სასამართლოს საქმის განხილვის შეჩერების შუამდგომლობით მომართა საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, იმ საფუძვლით, რომ მიმდინარე დავის გადწყვეტა შეუძლებელი იყო სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რადგან დეპარტამენტს სარჩელი ჰქონდა შეტანილი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის და სს „…“ სახელზე განხორციელებული პრივატიზების ნაწილობრივ ბათილობის მოთხოვნით.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 31.10.2003 წ. განჩინებით საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შეჩერდა მოცემული საკასაციო საქმის წარმოება საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სარჩელის გამო სს „…“ მიმართ, მესამე პირები: საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და პრივატიზების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ საქმის საბოლოოო გადაწყვეტამდე.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.06.2004 წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სარჩელი მოპასუხე სს „…“ მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო, რაც საპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.11.04 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.06.2004 წ. გადაწყვეტილება დავის მხარეებს გაეგზავნათ 2011 წელს, რის შემდგომაც მესამე პირმა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სს „…“ უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა სს „პ…“, საქართელოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაერთო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2012 წ. განჩინებით საქართველოს ფინასთა სამინსტროს საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.06.2004 წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სააქმეთა კოლეგიას, რაც საკასაციო წესით იქნა გასაჩივრებული სს „…“ უფლებამონაცვლის სს „პ…“ მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2015 წ. განჩინებით სს „პ…“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2012 წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2015წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.06.2004წ. გადაწყვეტილებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და მითითებულ სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.2015 წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 23.06.2015წ. განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის (ამჟამად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია) საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის (ამჟამად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია) საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის (ამჟამად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. თბილისის საოქლო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 14.05.2003წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="Zf71tGRxvWOVfOY6WQ6aGNrKPEVWMVZ36idVFV2S";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize