საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹237აპ-09 ქ. თბილისი
14 მაისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-ის დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 29 იანვრის განაჩენზე.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის განაჩენით მ. კ-ი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. ამასთან, მ. კ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე იმავე კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 (ორი) წლის ვადით. იმავე განაჩენით მსჯავრდებული მ. კ-ი «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე საფუძველზე დანიშნული სასჯელის _ 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისგან და, შესაბამისად, საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მასვე ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ მ. კ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. კ-ს დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 29 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.