საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
264აპ-09 ქ. თბილისი
24 ივნისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის განაჩენზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენით გ. რ. ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იმავე განაჩენით მსჯავრდებული გ. რ. «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლისა და მესამე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის _ 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისგან და, შესაბამისად, საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის განაჩენით ცვლილება შევიდა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში, კერძოდ, გ. რ-ს მოეხსნა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის მოხდისგანაც ,,ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, იგი გათავისუფლდა. განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ გ. რ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.