დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 12.04.2016
საქმის ნომერი
ბს-152-151(2კ-16)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.04.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-152-151(2კ-16)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

Nბს-152-151 (2კ-16) 12 აპრილი, 2016 წელი,ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,..." (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...“ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ფინანასთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 20 მარტის №16678 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს შპს ,,…” კუთვნილ უძრავ ქონებაზე შპს ,,ა…“ საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად

გირავნობა/იპოთეკის უფლება გაავრცელოს საგადასახადო დავალიანების - 4 246.02 ლარის ფარგლებში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,…” სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 20 მარტის №16678 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა შპს ,,…” კუთვნილ უძრავ ქონებაზე შპს ,,ა..“ საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად გირავნობა/იპოთეკის უფლება გაავრცელოს საგადასახადო დავალიანების - 4 246.02 ლარის ფარგლებში.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანასთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

აღნიშნული განჩინება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

 

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="f5vjFluKVkmDLfwWm0nEt4XUqPbvzSS7nVKjEm0S";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize