შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 02.11.2009
საქმის ნომერი
2კ-546აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.11.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

546აპ. ქ. თბილისი

2 ნოემბერი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ჭ-იას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. რ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 თებერვლის განაჩენით:

ნ. ჭ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 19 სექტემბრიდან.

მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით _ საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ნ. ჭ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხები _ მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 1178 ლარი და მისი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული თანხის ნაწილი _ 3000 ლარის ოდენობით, ე. ი. სულ _ 4178 ლარი, რომელიც 2008 წლის 24 სექტემბერს ჩაჰბარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საცავს.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ნ. ჭ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საგანი, ი-პჰონე ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 354133020020286, მასში მოთავსებული სიმბარათებით.

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცება _ 6000 ლარის ოდენობით _ ნ. ჭ-ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხის ნაწილი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრე რ. მ-ას, მცხ. თბილისში.

გ. ა-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 19 სექტემბრიდან.

მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით _ საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე გ. ა-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხა: მისი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული 170 ლარი და 1800 აშშ დოლარი, რომელიც 2008 წლის 24 სექტემბერს ჩაჰბარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საცავს.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე გ. ა-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საგანი, «ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით ¹358056011547228, მასში მოთავსებული სიმბარათებით.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცება _ 1,05 გრ. ბუპრენორფინის შემცველი სამი აბი და 0.2069 გრ. «ჰეროინის» ფხვნილი და გრანულები, რომელიც 2008 წლის 24 სექტემბერს ჩაჰბარდა საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს, უნდა განადგურდეს, ხოლო მისი აღსრულება დაევალოს დასახელებულ დეპარტამენტს.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცება ჩD-დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

როგორც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე დაუდგენელი პირის მიმართ ამ საქმიდან გამოყოფილ ¹009080064 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცება _ «ჰეროინის» შემცველი ფხვნილი და გრანულები _ 21,85 გრამი და იმავე ნივთიერების შემცველი გარნულების სახით _ 16,17 გრამი, რომელიც 2008 წლის 24 სექტემბერს ჩაჰბარდა საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს, უნდა განადგურდეს, ხოლო მისი აღსრულება დაევალოს დასახელებულ დეპარტამენტს.

მსჯავრდებულების _ გ. ა-სა და ნ. ჭ-ას მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

გ. ა-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაუდგენელი პირისაგან შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», წონით 6.67 გრამი.

ნ. ჭ-ამ 2008 წლის 19 სექტემბერს ქ. თბილისში, წინანდლის ქ. ¹12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ა-გან უკანონოდ, შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი».

საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 2008 წლის 19 სექტემბერს, 7 საათსა და 15 წუთზე, ქ. თბილისში, წინანდლის ქ-ზე, გ. ა-სა და ნ. ჭ-ას დანაშაულის ჩადენის ფაქტზე წაასწრეს საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და დააკავეს ისინი. ნ. ჭ-ას პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა გ. ა-გან უკანონოდ შეძენილი, მოთეთრო-მოყავისფრო ნივთიერება გრანულების სახით, დაფასოებული 2 წონაკად, ხოლო გ. ა-ს აღმოაჩნდა მოთეთრო-მოყავისფრო ნივთიერება, დაფასოებული სამ წონაკად. საქმეზე ჩატარებული 2008 წლის 19 სექტემბრის ქიმიური ექსპერტის ¹1108\ქ დასკვნით ნ. ჭ-ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს კუსტარული წესით მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება «ჰეროინს», წონით 6,67 გრამს. ხოლო გ. ა-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება «ჰეროინს», წონით 9,131 გრამს. ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. ა-ის პირადი ჩხრეკისას, ასევე ნ. ჭ-ას პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები ერთნაირი ქიმიური შემცველობისაა.

ნ. ჭ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი» და ნარკოტიკული საშუალება «ბუპრენორფინის» შემცველი სამი აბი, რომელსაც უკანონოდ ინახავდა საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისი.

საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 2008 წლის 19 სექტემბერს გაიჩხრიკა ნ. ჭ-ას საცხოვრებელი ბინა, საიდანაც ამოღებულ იქნა ნ. ჭ-ას მიერ უკანონოდ, შემდგომი გასაღების მიზნით შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები. ქიმიური ექსპერტის 2008 წლის 19 სექტემბრის ¹1108\სქ დასკვნით ნ. ჭ-ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული თეთრი ფერის 3 აბი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება «ბუპრენორფინს», წონით 0,024 გრამს, ხოლო მოთეთრო-მოყავისფრო ნივთიერება წარმოადგენს კუსტარული წესით მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება «ჰეროინის» ფხვნილსა და გრანულებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინის» წონა შედაგენს 0,089 გრამს.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ნ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით _ საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ნ. ჭ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საგანი, ი-პჰონე ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 354133020020286, მასში მოთავსებული სიმბარათებით.

ნ. ჭ-ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 9000 ლარიდან და მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 1178 ლარიდან საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ 6000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრე რ. მ-ას, მცხ. თბილისში, ხოლო 4178 ლარი _ ნ. ჭ-ას მეუღლეს _ ქ. მ-ას.

გ. ა-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით _ საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე გ. ა-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხა: მისი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული 170 ლარი და 1800 აშშ დოლარი, რომელიც 2008 წლის 24 სექტემბერს ჩაჰბარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საცავს.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე გ. ა-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საგანი, «ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით ¹358056011547228, მასში მოთავსებული სიმბარათებით.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცება _ 1,05 გრ. ბუპრენორფინის შემცველი სამი აბი და 0,2069 გრ. «ჰეროინის» ფხვნილი და გრანულები, რომელიც 2008 წლის 24 სექტემბერს ჩაჰბარდა საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარატმენტს, უნდა განადგურდეს, ხოლო მისი აღსრულება დაევალოს დასახელებულ დეპარტამენტს.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცება _ ჩD-დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

როგორც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე დაუდგენელი პირის მიმართ ამ საქმიდან გამოყოფილ ¹009080064 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცება _ «ჰეროინის» შემცველი ფხვნილი და გრანულები 21.85 გრამი და იმავე ნივთიერების შემცველ გარნულების სახით _ 16.17 გრამი, რომელიც 2008 წლის 24 სექტემბერს ჩაჰბარდა საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს, უნდა განადგურდეს, ხოლო მისი აღსრულება დაევალოს დასახელებულ დეპარტამენტს.

მსჯავრდებულ ნ. ჭ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. რ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ბრალდების ფორმულირებიდან გასაღების მიზნის ამორიცხვასა და სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მტკიცებულებებით: მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების _ ი. ჯ-ს, ი. პ-ს, ლ. ქ-ს, ე. ნ-ს ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მასალებით უტყუარად არის დადასტურებული მსჯავრდებულ ნ. ჭ-ას მიერ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოტივს და თვლის, რომ ნ. ჭ-ას ქმედებაში არ დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი. კერძოდ, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც მიანიშნებს გასაღების მიზანზე, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია და არც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებს გამოუკვლევიათ. საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 508-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. კანონის აღნიშნულ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ განაჩენში არ დაასაბუთა, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით ჩათვალა მსჯავრდებულის ქმედებაში ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის არსებობა და ასეთი ფორმულირება მსჯავრდებულს შეერაცხა სამართლებრივი შეფასების გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენიდან ნ. ჭ-ს მიმართ უნდა ამოირიცხოს მითითება გასაღების მიზნით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ნ. ჭ-ას განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან უნდა ამოერიცხოს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი, რადგან იგი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, რაც თავისთავად მოიცავს ამავე მუხლის მეორე ნაწილს.

მსჯავრდებულ ნ. ჭ-ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით უნდა მიესაჯოს 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, ნ. ჭ-ას 5 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახისა და ტარების უფლება.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ გ. ა-ს, რომელსაც განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, სრული მოცულობით შეამოწმა საქმე მსჯავრდებულ გ. ა-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ დადგენილი განაჩენი მის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ ნ. ჭ-ას განაჩენიდან ამოერიცხოს მითითება ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით შეძენასა და შენახვაზე.

მსჯავრდებულ ნ. ჭ-ას ამოერიცხოს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

მსჯავრდებულ ნ. ჭ-ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით მოსახდელად განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, ნ. ჭ-ას 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახისა და ტარების უფლება.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.