საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
560აპ.-09 10 ნოემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ გ. ჭ-ისა და ვ. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის განაჩენზე.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:
ვ. კ-ვი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით _ 11 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” და მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, მას მიესაჯა 31 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით ვ. კ-ოვს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 7 აპრილიდან.
რ. კ-ვი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით _ 11 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” და მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 24 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. რ. კ-ოვს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 7 აპრილიდან.
გ. ჭ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” და მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ჭ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 5 აპრილიდან.
ნივთმტკიცება რომელიც ინახება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით უნდა განადგურდეს და ნაწილი დაუბრუნდეს დაზარალებულს.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით 2008 წლის 19 დეკემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: “ნივთმტკიცება 5 სისხლის მაგვარი ლაქები, ორი თითის კვალი, სკამის ნამტვრევები, ფეხსაცმლის კვალი, სამი ჯოხის ნამტვრევი, ხელკეტის ნამტვრევი, ფრჩხილებისა და თმების ნიმუშები, შავი ფერის ნიღაბი უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. ასევე დაზარალებულის წარმომადგენელ ა. მ-ძეს კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეს ლოგინის თეთრეული, მობილური ტელეფონის სახურავი, ელსადენი, ლურჯი ფერის შლანგი, 21 ლარი, მობილური ტელეფონის ბატარეა, სანთებელა, ბუზჰალტერი, მილი, პროზექტურიდან ამოღებული ე. თ-ძე-მ-ძის ზედნაცვამი ტანსაცმელი, სატელიტური ანტენისა და ტელევიზორის სამართავი პულტები. გ. ჭ-ს უნდა დაუბრუნდეს ზედნაცვამი ტანსაცმელი მისი სახლიდან ამოღებული შავი ფერის მამაკაცის ქურთუკი, ლურჯი ფერის მამაკაცის ქურთუკი, ლურჯი _ თეთრებით გაწყობილი მამაკაცის ჟაკეტი და სპორტული ფეხსაცმელი”.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულები _ ვ. კ-ვი, რ. კ-ვი და გ. ჭ-ი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდნენ.
ვ. კ-ვი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით _ 11 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” და მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, მას მიესაჯა 31 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გამოყენებით ვ. კ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რ. კ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით _ 11 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” და მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 24 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ჭ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” და მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნივთმტკიცება: 5 სისხლის მაგვარი ლაქები, ორი თითის კვალი, სკამის ნამტვრევები, ფეხსაცმლის კვალი, სამი ჯოხის ნამტვრევი, ხელკეტის ნამტვრევი, ფრჩხილებისა და თმების ნიმუშები, შავი ფერის ნიღაბი უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. ასევე დაზარალებულის წარმომადგენელ ა. მ-ძეს კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეს ლოგინის თეთრეული, მობილური ტელეფონის სახურავი, ელსადენი, ლურჯი ფერის შლანგი, 21 ლარი, მობილური ტელეფონის ბატარეა, სანთებელა, ბუზჰალტერი, მილი, პროზექტურიდან ამოღებული ე. თ-ძე-მ-ძის ზედნაცვამი ტანსაცმელი, სატელიტური ანტენისა და ტელევიზორის სამართავი პულტები. ზედნაცვამი ტანსაცმელი მისი სახლიდან ამოღებული შავი ფერის მამაკაცის ქურთუკი, ლურჯი ფერის მამაკაცის ქურთუკი, ლურჯი _ თეთრებით გაწყობილი მამაკაცის ჟაკეტი და სპორტული ფეხსაცმელი უნდა დაუბრუნდეს გ. ჭ-ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულების _ გ. ჭ-ისა და ვ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ვ. კ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” და მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტებით, ხოლო მსჯავრდებულების _ რ. კ-ისა და გ. ჭ-ის მიმართ _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” და მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ გ. ჭ-ისა და ვ. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.