დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-367-362(კ-16)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
Nბს-367-362 (კ-16) 12 ივლისი, 2016 წელი,ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს. ა-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ს. ა-ის წინააღმდეგ და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 19 ოქტომბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №109 და №110 ოქმების ბათილად ცნობა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="TXAjUipXfwmkcRIsAQ8J45Xf8q1s7oAm3yq12Mvi";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize