საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.09.2009
საქმის ნომერი
2კ-577აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.09.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹577აპ-09 17 სექტემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ.კ ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ.მ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის განაჩენზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის განაჩენით:

სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნის საფუძველზე რ.კ მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდება.

რ.კ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ.კ სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 30 მაისიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

რ.კ «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით _ საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნის საფუძველზე გ.ბ მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდება.

გ.ბ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) და მიესაჯა: 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ.ბ სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 30 მაისიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გ.ბ «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით _ საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ნივთმტკიცება _ გ.ბ პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი», წონით 0,024 გრამი, მისივე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი», წონით 0,48 გრამი, მისივე ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი», წონით 0,056 გრამი, რომელიც ინახება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, უნდა განადგურდეს.

რ.კ ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი», წონებით 5,12; 0,038; 0,0117 და ,,ბუპრენორფინის» ფხვნილი 1,59928 და 0,3888 გრამი, რომელიც ინახება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, უნდა განადგურდეს;

გ.ბ სარგებლობაში არსებული ა/მანქანა „მიცუბიში“ და რ.კ კუთვნილი ა/მანქანა „ნისანი“ სატრანზიტო, როგორც დანაშაულის ჩადენის საშუალებები, რომლებიც მოთავსებულია შს ¹32 საწყობის ტერიტორიაზე უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.

გ.ბ პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 300 აშშ დოლარი და ოთხი ლარი, რომელიც ინახება შსს სპეციალურ ოპერატიული დეპარტამენტის ნივთმტკიცებათა შესანახ საკანში, უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩანაწერის კრებსები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო ჩD-ზე ჩაწერილი ფონოგრამები, რომელიც ინახება შსს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით. ნივთმტკიცებასთან დაკავშირებით ყოველივე აღნიშნული განხორციელდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის განაჩენით შევიდა ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ:

განაჩენის სამოტივაციო ნაწილიდან ამოირიცხა რ.კ მიმართ გასაღების მიზანზე, ხოლო გ.ბ მიმართ _ რეალიზაციის მიზანზე მითითება.

რ.კ მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდება.

რ.კ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ.კ სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 30 მაისიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

რ.კ «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

გ.ბ მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდება.

გ.ბ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) და მიესაჯა: 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ.ბ სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 30 მაისიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გ.ბ «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ნივთმტკიცება _ გ.ბ პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი», წონით 0,024 გრამი, მისივე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი», წონით 0,48 გრამი, მისივე ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი», წონით 0,056 გრამი, რომელიც ინახება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, უნდა განადგურდეს.

რ.კ ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი», წონებით 5,12; 0,038; 0,0117 და ,,ბუპრენორფინის» ფხვნილი 1,59928 და 0,3888 გრამი, რომელიც ინახება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, უნდა განადგურდეს.

გ.ბ სარგებლობაში არსებული ა/მანქანა „მიცუბიში“ და რ.კ კუთვნილი ა/მანქანა „ნისანი“ სატრანზიტო, როგორც დანაშაულის ჩადენის საშუალებები, რომლებიც მოთავსებულია შს ¹32 საწყობის ტერიტორიაზე უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.

გ.ბ პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 300 აშშ დოლარი და ოთხი ლარი, რომელიც ინახება შსს სპეციალურ ოპერატიული დეპარტამენტის ნივთმტკიცებათა შესანახ საკანში, უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩანაწერის კრებსები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო ჩD-ზე ჩაწერილი ფონოგრამები, რომელიც ინახება შსს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით. ნივთმტკიცებასთან დაკავშირებით ყოველივე აღნიშნული განხორციელდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ.კ ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ.მ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ რ.კ მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი), ხოლო მსჯავრდებულ გ.ბ მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ.კ ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ.მ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულების _ რ.კ და გ.ბ არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.