დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 12.07.2016
საქმის ნომერი
ბს-373-368(2კ-16)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.07.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-373-368(2კ-16)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

Nბს-373-368 (2კ-16) 12 ივლისი, 2016 წელი,ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ლ. კ-ა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. შ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირები - ლ. დ-ი, ნ. კ-ე, ლ. ბ-ი, რ. მ-ა, ნ. ფ-ე, მ. ბ-ი, ე. მ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. შ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის და ლ. კ-ას წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობასა და ლ. კ-ას შორის 2006 წლის 11 ნოემბერს დადებული პრივატიზების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა 16,98 კვ.მ სამზარეულოს ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ვ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ლ. დ-ი, ნ. კ-ე, ლ. ბ-ი, რ. მ-ა, ნ. ფ-ე, მ. ბ-ი და ე. მ-ე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ისნის რაიონის გამგეობასა და ლ. კ-ას შორის 2006 წლის 11 ნოემბერს დადებული პრივატიზების ხელშეკრულება 16,98 კვ.მ სამზარეულოს ნაწილში.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობისა და ლ. კ-ას საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობისა და ლ. კ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დაუშვებელია საკუთრების უფლების შეზღუდვა ხანდაზმულობის მოტივზე მითითებით. ამგვარი განმარტება არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნები შეზღუდულია სასარჩელო ხანდაზმულობით, მათ შორის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული სარჩელებიც. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება, არის ვინდიკაციური სარჩელი. საკუთრების უფლება არ წყდება უძრავი ნივთის მფლობელობიდან გასვლით. თუ მოსარჩელეს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება არ ჩამორთმევია, მისი საკუთრების უფლება არ დარღვეულა, მესაკუთრის სტატუსს საფრთხე არ შექმნია, მას მას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება დადგინდეს, რომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადა გასულია. თუ არ ხდება საკუთრების უფლება სადავო, ნივთის გამოთხოვა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნა მიმართული იყოს მხოლოდ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნისაკენ, თავისთავად მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო არ უნდა იყოს (ამავე საკითხზე ვრცლად იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 3კ-989-02 განჩინება, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მომზადებული პრაქტიკული რეკომენდაციები სამოქალაქო საპროცესო სამართლის საკითხებზე საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის, თბილისი, 2012 წელი, გვ. 116).

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწროია, ამდენად, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ამ გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობისა და ლ. კ-ას საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობისა და ლ. კ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

 

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="wJamdbhJQktnyLMSIcD3h24eZHDP22Rx0sVjqQbs";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize