საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.12.2009
საქმის ნომერი
2კ-595აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.12.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

595აპ-09 2 დეკემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ს-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის განაჩენზე.

ვანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის განაჩენით:

გ. ს-ძეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა.

გ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 2000 ლარი, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარი. ჯარიმის თანხა უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 220101222, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ¹200122900, სახაზინო კოდი ¹30200 3270. გ. ს-ძეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 19 ოქტომბრიდან.

შ. ს-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. შ. ს-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 18 ოქტომბრიდან.

მსჯავრდებულებს _ გ. ს-სა და შ. ს-ას დაეკისრათ დაზარალებულ ხ. ყ-ს სასარგებლოდ 500 ლარის, დაზარალებულ მ. ყ-ს სასარგებლოდ 450 ლარის, სულ 950 ლარის სოლიდარულად გადახდა.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ს-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა.

გ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ჯარიმის თანხა უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 220101222, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ¹200122900, სახაზინო კოდი ¹302003270.

შ. ს-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულებს _ გ. ს-სა და შ. ს-ას დაეკისრათ დაზარალებულ ხ. ყ-ს სასარგებლოდ 500 ლარის, დაზარალებულ მ. ყ-ს სასარგებლოდ 450 ლარის, სულ 950 ლარის სოლიდარულად გადახდა.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ შ. ს-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ შ. ს-ას მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით, ხოლო მსჯავრდებულ გ. ს-ძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით, 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ შ. ს-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.