საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
611აპ-09 2 დეკემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. ჯ-ის, მსჯავრდებულ ზ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის, მსჯავრდებულების _ ნ. ნ-ისა და ზ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 მაისის განაჩენზე.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის განაჩენით:
ზ. ქ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა», ,,დ» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 17 სექტემბრიდან.
ნ. ნ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა», ,,დ» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. ნ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 აპრილიდან.
ზ. ზ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა», ,,დ» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზ. ზ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 აპრილიდან.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 მაისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულებს _ ზ. ქ-ს, ნ. ნ-სა და ზ. ზ-ს მოეხსნათ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა», ,,დ» ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდნენ.
ზ. ქ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნ. ნ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ზ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. ჯ-ის, მსჯავრდებულ ზ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის, მსჯავრდებულების _ ნ. ნ-ისა და ზ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების _ ზ. ქ-ის, ნ. ნ-სა და ზ. ზ-ის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. ჯ-ის, მსჯავრდებულ ზ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის, მსჯავრდებულების _ ნ. ნ-ისა და ზ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.