შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 19.10.2009
საქმის ნომერი
2კ-666აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.10.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

666აპ ქ. თბილის

19 ოქტომბერი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. F-ნის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. კ-იას, მსჯავრდებულ კ. ქ-იას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განაჩენით:

ი. ძ-შვილის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა პირველ ეპიზოდში _ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეორე ეპიზოდში _ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ვინაიდან პირმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შეურაცხაობის მდგომარეობაში, რაც დადასტურებულია სახელმწიფო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით.

ი. ძ-შვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება გაუქმდა და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან.

ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის 2009 წლის 16 მარტის დასკვნის, საქართველოს სსსკ-ის 499-ე მუხლისა და ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა საფუძველზე ი. ძ-შვილი არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გასაწევად (გამოყენებულ იქნა ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიება _ არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება) უნდა მოთავსდეს შპს ,,აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში» (ხონი-ქუტირი).

ი. ძ-შვილის გადაყვანა შპს ,,აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში» უნდა უზრუნველყოს შსს ზუგდიდის რაიონულმა სამმართველომ.

ჯ. ფ-ანი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ჯ. ფ-ნს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 სექტემბრიდან.

კ. ქ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2008 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2008 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, კ. Q-იას მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. კ. Q-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 სექტემბრიდან.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ჯ. ფ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ერთლულიანი, გლუვლულიანი, ლულა და კონდახგადაჭრილი „იჟ-17“ მოდელის, 16 კალიბრიანი ¹53332 სანადირო თოფისაგან კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და ინახავდა თავისი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში. 2008 წლის 21 სექტემბერს, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს მუშაკებმა მითითებული იარაღი ამოიღეს მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.

2008 წლის 4 სექტემბერს ჯ. ფ-ნი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ამავე სოფელში მცხოვრებ, არასრულწლოვან კ. ქ-ას, ი. ძ-შვილს, გამოძიებით დაუდგენელ პირებს და მათ განიზრახეს ყაჩაღური თავდასხმის გზით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დასხმოდნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ .......... მცხოვრებ ფ. . ვ-ას ოჯახს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ლულა და კონდახგადაჭრილი სანადირო თოფით შეიარაღებული ჯიდო ფირცხელიანი, მისი თანამზრახველები _ ი. ძ-შვილი, კ. ქ-ლია და გამოძიებით დაუდგენელი პირები, იმავე დღეს, დაახლოებით 00.30 საათზე, მივიდნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ ..... მცხოვრებ ფ. ვ-ას საცხოვრებელ სახლში, სადაც ყაჩაღურად თავს დაესხნენ ფ. ვ-ას, მ. დ-ას, ტ. ვ-ას და მათგან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცეს სხვადასხვა დასახელების ნივთები და საგნები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 1555 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2008 წლის 12 სექტემბერს ჯ. ფ-ნი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ამავე სოფელში მცხოვრებ, არასრულწლოვან კ. ქ-ას, ი. ძ-შვილს და გამოძიებით დაუდგენელ პირებს. მათ განიზრახეს ყაჩაღური თავდასხმის გზით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დასხმოდნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ ......... მცხოვრებ გ. დ-ას ოჯახს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ისინი იმავე დღეს, დაახლოებით 00 საათზე, სანადირო თოფით შეიარაღებული მივიდნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ ........მცხოვრებ გ დ-ას საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან, სადაც გაჩერდნენ ი. ძ-შვილი და გამოძიებით დაუდგენელი პირები, ხოლო სანადირო თოფით შეიარაღებულნი ჯ. ფ-ნი და არასრულწლოვანი კ. ქ-ია ყაჩაღურად თავს დაესხნენ გ. დ-ას, რომელსაც შეუკრეს ხელები და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მისგან გაიტაცეს სხვადასხვა დასახელების ნივთები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 1230 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა მითითება ჯ. ფ-სათვის დამატებითი სასჯელის სახით 3000 ლარის დანიშვნის თაობაზე.

ჯ. ფ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ჯ. ფ-ნს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 სექტემბრიდან.

კ. ქ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2008 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, კ. ქ-იას მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა სასჯელის ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. კ. ქ-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 სექტემბრიდან.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, კუსტარულად დამზადებული, ლულა და კონდახგადაჭრილი, ერთლულიანი სანადირო თოფი ¹..........., რომელიც ინახება ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში (შენახვაზე უფლებამოსილი პირი _ დეტექტივის თანაშემწე, გამომძიებელი თ. ჯ-ა), უნდა მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში და განკარგვის მიზნით გადაეგზავნოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების შტაბის შეიარაღების განყოფილებას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ქარხნულად დამზადებული, ერთლულიანი სანადირო თოფი ........, რომელიც ინახება ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მფლობელს _ დ. F-ნს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

2008 წლის 21 სექტემბერს ჯ. ფ-ნის, კ. ქ-ას და 2008 წლის 25 სექტემბერს ი. ძ-შვილის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებები დაუბრუნდა მფლობელებს.

მოქალაქე გ. ა-საგან ამოღებული ,,ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდა მფლობელს.

მსჯავრდებულ ჯ. F-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. კ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ჯ. ფ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას. კასატორის განმარტებით, განაჩენი არის მკაცრი, ცალმხრივი და ტენდენციური, რამდენადაც მოსამართლეს არ მოუხდენია I-ლი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო სამართლებრივი ურთიერთშეჯერება, რაც, საბოლოო ჯამში, აისახა ჯ. ფ-ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში; მოსამართლემ არ აღმოფხვრა ის წინააღმდეგობა, რომელიც არსებობდა I-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილსა და სასამართლოზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შორის, არ გაითვალისწინა საქმის ობიექტურად გადასაწყვეტად არსებული მტკიცებულებანი, განაჩენის გამოსატანად დაეყრდნო ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც დაუშვებელია; როგორც საბრალდებო დასკვნა, ასევე I-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენები შედგენილია არაობიექტურად, ფაქტობრივი გარემოებების მიჩქმალვითა და ყალბი მონაცემებით. შესაბამისად, როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო გამოძიების ეტაპზე დაირღვა მტკიცებულებათა გამოკვლევის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესი, ხოლო სასამართლო გამოძიებისას გამოქვეყნებული და გამოკვლეული მტკიცებულებები როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ არაობიექტური, არასამართლებრივი რწმენითაა შეფასებული. კერძოდ:

2008 წლის 4 სექტემბერს ჯ. ფ-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა კონდახ და ლულაგადაჭრილი, ერთლულიანი, Iჟ-17 მოდელის, 16 კალიბრიანი, სანადირო თოფი ნომრით .........., ხოლო მას ბრალად აქვს შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველს სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილით ე.ი. შეძენა, შენახვა და ტარება. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი განაჩენით დადასტურებულია დაზარალებულების ჩვენებებითა და ასევე _ ჩხრეკის ოქმით. სინამდვილეში კი: განაჩენში უგულებელყოფილია ის გარემოებები, რომლებიც გამოირკვა სასამართლო გამოძიების დროს მოწმეთა დაკითხვით და დაფიქსირებულია სხდომის ოქმში.

იარაღის ტარების ფაქტი ვერ დასტურდება დაზარალებულის ჩვენებით, რადგანაც ვერც წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებაში, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე და ვერც დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას ვერ დაასახელეს, კონკრეტულად რა იარაღი გააჩნდათ თავდამსხმელებს. სასამართლოზე არ ყოფილა მოპოვებული რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადანაშაულებდა ჯ. ფ-ნს იმ ბრალდებით, რასაც ედავებიან.

მსჯავრდებულ კ. ქ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ჭ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და კ. ქ-ას გამართლებას იმ საფუძვლით, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსკ-ის 547-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, განაჩენი უკანონოა იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლომ საქმის განხილვის დროს დაუშვა სამართლებრივი პროცედურის აშკარა დარღვევა; არ მისცა შეფასება იმ მტკიცებულებებს, რაც ადასტურებს კ. ქ-ას უდანაშაულობას, იგი უკანონოდ იქნა მსჯავრდებული, განსაკუთრებით ეს ითქმის პირველ, ფ. ვ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდზე, რამდენადაც დაზარალებული კატეგორიულად უარყოფდა ყაჩაღურ თავდასხმაში კ. ქ-ასა და ჯ. ფ-ნის მონაწილეობას. სასამართლო მუქარით შეეცადა მის დაშინებას და აღნიშნული განცხადების უარყოფას. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევით, რადგანაც ,,სასამართლო შემადგენლობის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაზარალებულის მიმართ მუქარას, რათა მას შეეცვალა ჩვენება და მიეცა ისეთი ჩვენება, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს». ამან კი არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სწორედ ამაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის უსამართლობა. ამას ადასტურებს დაზარალებულ ფერიდე ვეკუას მიერ წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოტივს, რომ საქმეში არ მოიპოვება ჯ. ფ-ისა და კ. ქ-ასა მიერ დანაშაულის ჩადენის რაიმე მტკიცებულება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულებმა _ ჯ. F-მა და კ. ქ-ამ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი), ასევე 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები, კერძოდ:

დაზარალებულ ფ. ვე-ას მიერ მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2008 წლის 4 სექტემბერს, ღამის საათებში, ძმასთან – ტ. ვ-სთან, დედასთან _ ვ-სთან და დეიდასთან მ. დ-სთან ერთად იმყოფებოდა ოჯახში. დაახლოებით 00.30 საათზე ოთახში შევიდა საშუალო სიმაღლის, სახეზე ნიღაბაფარებული პირი, რომელსაც ხელში ეჭირა გადაჭრილი სანადირო თოფი და იარაღის მუქარით მოსთხოვა ფული და ოქრო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა დაუთოებით. რამდენიმე ხანში ოთახში შემოვიდა ასევე სახეზე ნიღაბაფარებული, დაბალი ტანის, 25 წლამდე ასაკის ბოროტმოქმედი. ორივემ დაიწყო მისაღებ ოთახში ტომრებით დაწყობილი თხილის გატანა. გარედან კიდევ ისმოდა ორი ბოროტმოქმედის ხმა. თავდამსხმელები მის ოჯახში იმყოფებოდნენ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. წასვლისას დაემუქრნენ, რომ გარეთ არ გასულიყვნენ, თორემ გარეთ დადარაჯებული მათი მეგობრები შურს იძიებდნენ. მუქარით შეშინებულებმა მხოლოდ დილის 8 საათზე აცნობეს მომხდარის შესახებ პოლიციას. ყაჩაღობიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მასთან მივიდნენ კ. ქ-სა და ჯ. ფ-ის მშობლები, რომლებმაც უთხრეს, რომ მათ შვილებს გ. დ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა ჰქონდათ ჩადენილი, ხოლო მის (ფ. ვ-ას) ოჯახზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღიათ და უთხრეს, ხელი არ დაედო მათთვის. სთხოვდნენ ეთქვა, რომ, თითქოსდა, მეზობლებმა უთხრეს, რომ თხილი ენგურის მხარეს იყო წაღებული. პოლიციის თანამშრომლებს ოქმის შედგენის დროს ოთხთვალას მიერ დატოვებულ კვალსა და დაცვენილ თხილზე არაფერი უთქვამთ. არც არავისგან გაუგონია ასეთი რამ.

დაზარალებულ გ. დ-ას მიერ მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ მის ოჯახზე 2008 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 22 საათიდან 13 სექტემბრის დილამდე, განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა. მას თავს დაესხა დაახლოებით 8 პირი. მან დაინახა მხოლოდ ერთ-ერთის სახე. თუმცა იგი განსასჯელთა შორის არ იმყოფება. სხვების სახე არ დაუნახავს, რადგან ხელ-ფეხი შეუკრეს და თავზე დააყარეს ყველაფერი, რაც ხელთ მოხვდათ. ორი თავდამსხმელი შეიარაღებული იყო თოფებით. ისინი სცემდნენ, ემუქრებოდნენ მოკვლით. მათი წასვლის შემდეგ მოახერხა ხელების გახსნა. ნახა, რომ წაღებული იყო 12 ტომარა თხილი, კომპიუტერი, საათი „ორიენტი“, „მოტროლას“ და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონები.

მოწმე გ. ა-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2008 წლის 18-19 სექტემბერს ქ. ზუგდიდში, კაფე „დიადემასთან“, შეხვდა მისთვის უცნობ 3-4 ახალგაზრდა ბიჭს. ერთ-ერთი მათგანისაგან იყიდა „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი 110 ლარად. მობილურის გამყიდველმა ახალგაზრდამ უთხრა, რომ იყო კ. ქ-ია და ცხოვრობდა სოფელ ........ მანვე აჩვენა პირადობის მოწმობა და უთხრა, რომ ტელეფონი ახლობელმა გამოუგზავნა რუსეთიდან. შეამოწმა (გ. ა-ამ) ტელეფონი, მისი იმეი კოდი და აღმოჩნდა ¹............ ტელეფონში მოათავსა სიმბარათი ნომრით _ ................

გარდა ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულების _ ჯ. ფ-სა და კ. ქ-ას მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია ასევე ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, საგნის ამოსაცნობად წარდგენის ოქმებით, ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.

რაც შეეხება სსკ-ის 236-ე მუხლს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ბრალდების ამ ეპიზოდთან დაკავშირებით საქმეში არ მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ:

დაზარალებულ ფ. ვ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2008 წლის 4 სექტემბერს მის ოჯახზე ყაჩაღურად თავდასხმის დროს ერთ-ერთ ნიღაბაფარებულ თავდამსხმელს ხელში ეჭირა გადაჭრილი სანადირო თოფი (ს.ფ.8-10); დაზარალებულ ტ. ვ-ას ჩვენებით, 2008 წლის 4 სექტემბერს ყაჩაღობის ჩამდენ პირებს ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღები (ს.ფ.17-18); დაზარალებულ მ. დ-ას ჩვენებით, 2008 წლის 4 სექტემბერს მათ ოჯახზე ყაჩაღობისას თავდამსხმელები იყვნენ შეიარაღებულები. ერთ-ერთ მათგანს ხელში ეჭირა თოფთან შედარებით მოკლე იარაღი (ს.ფ.21-22).

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით, არ არის დადგენილი ჯ. F-ის მიერ თანნაქონი იარაღის ვარგისიანობა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უტყუარად არ არის დადასტურებული ჯ. F-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტი, რის გამოც სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში ჯ. F-ის მიმართ მსჯავრდების ამ ეპიზოდში უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა და, შესაბამისად, შეუმსუბუქდეს სასჯელი.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ი. ძ-შვილს, რომელსაც განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, სრული მოცულობით შეამოწმა საქმე მსჯავრდებულ ი. ძ-შვილის მიმართაც და მიიჩნია, რომ დადგენილი განაჩენი მის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ქ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ ჯ. F-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. კ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განაჩენი შეიცვალოს, კერძოდ:

განაჩენი გაუქმდეს ჯ. F-ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მსჯავრდების ნაწილში და ბრალდების ამ ეპიზოდში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

მსჯავრდებულ ჯ. F-ნს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2008 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.