განსჯადობა

ადმინისტრაციული 15.09.2016
საქმის ნომერი
ბს-299-297(გ-16)
კატეგორია
დავის ტიპი
განსჯადობა
თარიღი
15.09.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-299-297(გ-16)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმეN ბს-299-297 (გ-16) 15 სექტემბერი, 2016წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი.მ. შ. ი-ის მიმართ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამეწარმეო საქმიანობის არამართლზომიერი სარგებლობისათვის 7821.50 ლარის ოდენობით დარიცხული დავალიანების დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, დაბა წყნეთში (ზონა „...“) მდებარე შენობა ½ (ს/კ ...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილით არამართლზომიერად სარგებლობს და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს ი/მ შ. ი-ე. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36.13 მუხლის თანახმად, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად მოპასუხე ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო აუდიტორული დასკვნის საფუძველზე). სააგენტოს არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხემ თანხა არ გადაიხადა. სკ-ის 316-ე, 317.1 მუხლების მითითებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36.13 საფუძველზე მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას, მოპასუხისათვის გადასახდელი თანხის დაკისრებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.03.2016წ. განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ სასკ-ის 2.1, აგრეთვე 26.1 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან, მოცემული ურთიერთობა არის კერძო-სამართლებრივი ხასიათის, რის გამოც დავა განხილული უნდა იქნას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად უთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 363.1 მუხლზე, ეს გარემოება დავას არ აქცევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივად, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი ითვალისწინებს კანონის საფუძველზე ვალდებულების წარმოშობის შესაძლებლობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 04.04.2016წ. განჩინებით არ დაეთანხმა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად საქმე გადასცა საკასაციო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის დანაწესზე და აღნიშნა, რომ ვალდებულებითი ურთიერთობის ცალკე კანონით გათვალისწინება თავისთავად სადავო ურთიერთობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ან სამოქალაქო-სამართლებრივ შინაარსზე არ მეტყველებს და მათი კვალიფიკაციისთვის საკმარის ფაქტორს არ წარმოადგენს. დაუშვებელია ანალოგიური ხასიათის ვალდებულებითი ურთიერთობის სამოქალაქო-სამართლებრივ ხასიათზე მსჯელობა მხოლოდ იმ მოტივით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით ვალდებულების წარმოშობის ერთ ერთ საფუძვლად კანონით გათვალისწინებული შემთხვევაა დასახელებული. კონკრეტული სამართალაურთიერთობა კანონმდებლის მიერ მოწესრიგებულია არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით არამედ სპეციალური კანონით „სახელმწიფო ქონების შესახებ”. სასამართლოს მოსაზრებით საქართველოს კანონი - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ ერთმნიშვნელოვნად მიეკუთვნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას და მის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი შინაარსისაა. განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს არა კერძო-სამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული, საჯარო კანონმდებლობიდან და მისი განხილვა უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. აღნიშნული დასაბუთებით, განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოს დადგენის მიზნით, საქმე გადმოეცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიების განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ დავაში სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთ მხარედ გამოდის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტო, ხოლო დავის საგანი არის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურება. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. სზაკ-ის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა) არის ადმინისტრაციული ორგანო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობა, სადავო სამართალურთიერთობაში მხარედ ადმინისტრაციული ორგანოს გამოსვლა არის დავის საჯარო - სამართლებრივი ხასიათის ერთ-ერთი მაჩვენებელი. ამასთანავე, საქმის განსჯადობის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს არა სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნება. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის სადავო სამართალურთიერთობაში საჯარო სამართლის სუბიექტის მონაწილეობა, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო შესაძლოა მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაშიც.

სზაკ-ის 2.1 მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. სასკ-ის 2.3 მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში. იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნა ემყარება საჯარო კანონმდებლობას, დავა განსახილველად ექვემდებარება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოს განჩინებებში მოყვანილ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვალდებულებითი ურთიერთობების ცალკე კანონით გათვალისწინება თავისთავად არ არის საკმარისი ამავე ურთიერთობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიისადმი კუთვნილების გადასაწყვეტად. თავის მხრივ, მხოლოდ ვალდებულებითი ურთიერთობის ფორმალურად სკ-ის 317 მუხლის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა, საჯარო -სამართლებრივი მოთხოვნის, სხვა ნორმებთან ერთად, სკ-ის ნორმაზე დაფუძნება ასევე არ ადასტურებს სადავო სამართალურთიერთობის სამოქალაქო-სამართლებრივ ხასიათს, ასე მაგ., საგადასახადო სამართალურთიერთობები ფორმალურად ვალდებულებითი ურთიერთობებია, რაც არ ადასტურებს ამ დავების სამოქალაქო-სამართლებრივი კატეგორიისადმი კუთვნილებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში ვალდებულება წარმოიშობა არა სახელშეკრულებო ან კერძოსამართლებრივი კანონის, არამედ სპეციალური კანონის - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის საფუძველზე, რომელიც ადმინისტრაციულ კანონმდებლობას განეკუთვნება და აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (1-ლი მუხ.). სახელმწიფო ქონების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონიერების კონტროლი ადმინისტრაციული მართლმსაჯულების იურისდიქციის სფეროს განეკუთვნება. ამდენად, აღნიშნულ საკითხებზე და მათგან გამომდინარე ურთიერთობები ადმინისტრაციულ-სამართლებრივია და შესაბამისი სასამართლო წარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოთხოვნას ამყარებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონს, რომლის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების ყველა წინაპირობა, კერძოდ, მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო დავის საგანი ეხება _ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურებას, დარიცხვა ეფუძნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათი და მისი სუბიექტური შემადგენლობა ადასტურებს დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი კუთვნილებას. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილების შესახებ. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავა განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ი.მ. შ. ი-ის მიმართ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

 

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="uRm4Y1XdwUglKw3gBNv3lfItjTZtjwsJWsTqIF5R";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize