შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 02.07.2009
საქმის ნომერი
138საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
02.07.2009

გადაწყვეტილების ტექსტი

138საზ-06 2 ივლისი, 2009 წელი

Q ქ. თბილისიU

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. კ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მარტის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 აპრილის განაჩენით რ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა’’, «გ’’, «ზ’’ და «თ’’ ქვეპუნქტების (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) საფუძველზე _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა’’ და «ბ’’ ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მე-19 მუხლისა და 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა’’ და «გ’’ ქვეპუნქტების (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) საფუძველზე _ 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის პირველი ნაწილის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, რ. კ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და რ. კ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მარტის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 აპრილის განაჩენი რ. კ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის განაჩენით რ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) საფუძველზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რასაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 (ექვსი) წლითა და 4 (ოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა და რ. კ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 4 (ოთხი) დღის ვადით.

მსჯავრდებული რ. კ-ი სასჯელს იხდის 2007 წლის 26 თებერვლიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებების გამო მსჯავრდებული რ. კ-ი თავისი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ რ. კ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 15 წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტი (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, ხოლო სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რ. Kკ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია). ამასთან, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს აღნიშნული მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემცირებაზე, ვინაიდან ამ ნაწილში მისთვის დანიშნული სასჯელი ახალი კანონის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებშია განსაზღვრული.

რაც შეეხება მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის განაჩენით რ. კ-ის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) საფუძველზე, ამ ნაწილში არ არსებობს ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება და ამიტომ აღნიშნული განაჩენი რ. კ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მარტის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ რ. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია).

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, აგრეთვე მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის განაჩენი და ამ განაჩენით მსჯავრდებულ რ. კ-ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.