შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 05.03.2008
საქმის ნომერი
306საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
05.03.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

306-საზ 5 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ნოემბრის განაჩენით გ. კ-ძე, _ დაბადებული ... წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართოლბა გაქარწყლებული, უმაღლესი განათლებით, _ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებუილ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში და მიეაჯა 2 წლისა და 4 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 23 სექტემბრიდან.

განაჩენის მიხედვით მას ბრალი დაედო ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვნაი ზიანი გამოიწვია.

მსჯავრდებული გ. კ-ძე საჩივარში მოითხოვს, ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 ნოემბრის განაჩენის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნეოლვანი ზიანი გამოიწვია) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსს-კის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. კ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

მსჯავრდებულ გ. კ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.