დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.07.2009
საქმის ნომერი
335საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
02.07.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

335საზ-07 2 ივლისი, 2009 წელი

Q ქ. თბილისიU

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ლ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1999 წლის 22 სექტემბრის განჩინების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 8 მარტის დადგენილებისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 24 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 26 ივლისის განაჩენით გ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის საფუძველზე (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) და მიესაჯა 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

იმავე განაჩენით:

ფ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 78-ე მუხლის საფუძველზე _ 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმავე კოდექსის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) მე-40 მუხლის შესაბამისად, ფ. ბ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით;

ი. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე და მიესაჯა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ი. მ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 8 აგვისტოდან;

მ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 238-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) მე-40 მუხლის შესაბამისად, მ. შ-ეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ მ. შ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 11 აგვისტოდან;

გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 206-ე მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე და მიესაჯა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა იმავე ვადით, პირობითი მსჯავრით;

დ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნაწილის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე და მიესაჯა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

შ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 205-ე მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე და მიესაჯა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა იმავე ვადით, პირობითი მსჯავრით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1999 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 26 ივლისის განაჩენი ფ. ბ-ის მსჯავრდების ნაწილში გაუქმდა და საქმე მის მიმართ ხელახალი განხილვის მიზნით გადაეცა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას. აღნიშნული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 8 მარტის დადგენილებით მსჯავრდებულ დ. ს-ის მიმართ დანიშნული სასჯელის ღონისძიება _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით _ შეიცვალა პირობითი მსჯავრით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 24 სექტემბრის განაჩენით გ. Lლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) საფუძველზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რასაც იმავე კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და გ. ლ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.

გ. ლ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2002 წლის 30 აპრილიდან.

იმავე განაჩენით, ზ. ა-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) საფუძველზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რასაც იმავე კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ზ. Aა-ეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

ზ. ა-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2002 წლის 30 აპრილიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებების გამო მსჯავრდებული გ. Lლ-ი თავისი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილებების მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. ლ-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1999 წლის 26 ივლისის განაჩენით დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. ლ-მა ჩაიდინა ბანდიტიზმი, ე. ი. შეიარაღებული ბანდის ორგანიზება ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით, აგრეთვე _ ასეთ ბანდაში და მის მიერ მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეობა და ამ ნაწილში მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით ითვალისწინებდა სამიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლის პირველი ნაწილის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) სანქცია იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 12-დან 20 წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება გ. ლ-ის მიმართ ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

რაც შეეხება გ. ლ-ის მსჯავრდებას რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, კერძოდ _ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) საფუძველზე, მის მიმართაც არ არსებობს ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება, ამიტომ გასაჩივრებული აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულ გ. ლ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებები შეამოწმა სრული მოცულობით მსჯავრდებულების _ ი. მ-ეს, მ. შ-ის, გ. გ-ის, დ. ს-ის, შ. Bბ-სა და ზ.Aა-ის მიმართაც და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ნაწილში ახლად გამოვლენილი გარემოება და, მაშასადამე, გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც ისინი მათი მსჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1999 წლის 22 სექტემბრის განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 8 მარტის დადგენილება და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 24 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულების _ გ. ლ-ის, ი. მ-ეს, მ. შ-ის, გ. გ-ის, დ. ს-ის, შ. Bბ-სა და ზ.Aა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.