შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გადაწყვეტილების ტექსტი
355საზ-07 ქ. თბილისი
19 თებერვალი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. წ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 10 ნოემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 სექტემბრის განაჩენით:
1. ზ. წ-ა, _საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ», „ვ», „ი» ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „ე» ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 4 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მე-4 ნაწილის „ა», „ბ», „გ» ქვეპუნქტებით _ 10 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, მე-2 ნაწილით _ 2 წლით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ზ. წ-ას საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2003 წლის 29 სექტემბრიდან;
2. გ. ბ-ე, _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ», „ვ», „ზ», „ი» ქვეპუნქტებით _ 10 წლით, 25,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ», „ვ», „ი» ქვეპუნქტებით _ 10 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით _ 14 წლით, 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „ე» ქვეპუნქტებით _ 5 წლით, 25,237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებით _ 8 წლით, მე-4 ნაწილის „ა», „ბ», „გ» ქვეპუნქტებით _ 9 წლით, 25,184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 4 წლით, 25,363-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 1 წლით, 25,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ», „გ», „ზ», „თ» ქვეპუნქტებით _ 5 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით _ 13 წლით, 25,19,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ», „ვ», „ზ» „ი» ქვეპუნქტებით _ 10 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, გ. ბ-ეს განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის, პირველი 5 წლის _ საპყრობილეში მოხდით; მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2002 წლის 19 იანვრიდან;
3. შ. ჭ-ე, _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ», „ვ», „ზ» ქვეპუნქტებით _ 9 წლით, 25,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ», „გ», „ზ», „თ» ქვეპუნქტებით _ 5 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით _ 7 წლით, 25,19,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ», „ვ», „ზ», „ი» ქვეპუნქტებით _ 8 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, შ. ჭ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2003 წლის 29 მაისიდან;
4. ვ. ი-ს საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ», „ვ», „ი» ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 4 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მე-4 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით _ 9 წლით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ვ. ი-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2003 წლის 25 ოქტომბრიდან;
5. მ. ჩ-ე, _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ», „ზ», „თ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით _ 6 წლით, მე-19,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ», „ვ», „ზ», „ი» ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით _ 7 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, მ. ჩ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 2 თებერვლიდან;
6. ი. თ-ი, _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ», „ზ», „თ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ი. თ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 4 თებერვლიდან;
7. ზ. კ-ი, _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 376-ე მუხლით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ვადა _ 2004 წლის 3 თებერვლიდან 23 აპრილამდე, 2 თვე და 20 დღე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შეიცვალა: ვ. ი-ს მიმართ ამოირიცხა მითითება მისი სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ; განაჩენი ზ. კ-ისა და ი. ტ-ის მიმართ გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის გაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ზ. წ-მ ჩაიდინა 2003 წლის 29 აგვისტოს ა. კ-ის, ხოლო 2003 წლის 20 სექტემბერს _ თ. გ-ასა და ნ. ჩ-ას მძევლად ხელში ჩაგდება მათ მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, იმ მიზნით, რომ მძველის განთავისუფლების პირობით აიძულოს პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ასევე _ ყაჩაღობა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, იმ პირის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის; ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით და გამოძალვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, იმ პირის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის; ასევე _ ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჯგუფურად, არაერთგზის, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; ასევე _ პირადობის დამადასტურებელი და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების გატაცება; ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
ზ. წ-ა ასევე გასამართლებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით და 2006 წლის 16 ნოემბრის განაჩენით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 12 წელი, 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლისა და 6 თვის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 2 სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით ზ. წ-ას მიმართ გამოყენებულ იქნა 2007 წლის 29 ნოემბრის კანონი „ამნისტიის შესახებ», რომლის თანახმად, მას გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ ზ. წ-ას მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული ზ. წ-ა საჩივრით ითხოვს მისთვის დანიშნული სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეისწავლა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსით 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში ზ. წ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ჯგუფურად, არაერთგზის, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით _ დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ათ წლამდე, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ», „გ» ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება არ შეიძლება შესაბამისობაში მოვიდეს მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან.
ამავე მოტივებით გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს გ. ბ-ის სსკ-ის 25-ე,184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", „ბ» ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში.
ზ. წ-ას, ვ. ი-სა და მ. ჩ-ის ქმედება 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, რომლის სანქცია ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელის ზედა ზღვარი. ამავე მოტივით გ. ბ-ის ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 25-ე,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 25-ე,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.
გარდა ამისა, გ. ბ-ის ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 25-ე, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტიდან (რომლითაც მას მისჯილი აქვს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა) უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 25-ე,143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, რომელიც სასჯელად ადგენს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ასეთ შემთხვევაში სასჯელი უნდა შემცირედს ახალი კანონის სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი სხვა მუხლების შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ამ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა სიმძიმის კატეგორია არ შეცვლილა და დანიშნული სასჯელებიც დღეს მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. წ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 10 ნოემბრის განჩინება შეიცვალოს:
ზ. წ-ას, ვ. ი-სა და მ. ჩ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტზე;
გ. ბ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 25-ე,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 25-ე,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტზე;
გ. ბ-ძის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 25-ე,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 25-ე,143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა» ქვეპუნქტზე და ამ მუხლით მიესაჯოს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. ბ-ეს დანიშნული სასჯელი _ 23 (ოცდასამი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 3 (სამი) თვით და საბოლოოდ გ. ბ-ეს განესაზღვროს 22 (ოცდაორი) წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.