დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹18 საზ ქ. თბილისი
7 ოქტომბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ძ-ის დამცველის, ადვოკატ კ. ხ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 ივნისის განაჩენით გ. ზ. , _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნაწილობრივ შეიკრიბა დანიშნული სასჯელები და გ. ზ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ. ზ-ის დამცველის, ადვოკატ კ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 ივნისის განაჩენში მსჯავრდებულ გ. ზ-ის მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება: გ. ზ-ს მოეხსნა სააქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შერაცხული ბრალდება და იგი ამ ნაწილში გამართლდა, ხოლო მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლიდან და 109-ე მუხლის ,,ი” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლსა და 108-ე მუხლზე, რომელთა საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ზ-ის დამცველის, ადვოკატ კ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად.
მსჯავრდებულ გ. ზ-ის დამცველი, ადვოკატი კ. ხ. საჩივრით ითხოვს 2007 წლის 4 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, გ. ზ-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინების ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მისთვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. ზ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი დამცველის საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ თავიანთ განაჩენებში სასჯელის დანიშვნისას უკვე გაითვალისწინეს მსჯავრდებულ გ. ზ-ის არასრულწლოვანება და ამ საფუძვლით მას დაუნიშნეს შემსუბუქებული სასჯელი _ საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციებით გათვალისწინებული მინიმალური და მინიმალურთან მიახლოებული სასჯელები. საბოლოოდ მისთვის დანიშნული სასჯელი არ აღემატება საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2007 წლის 4 ივლისის რედაქცია) განსაზღვრულ, თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელის მაქსიმალურ ზღვარს, რის გამოც აღნიშნული სისხლისსამართლებრივი ნორმის ახალი რედაქცია ვერ იქნება მიჩნეული ახლად გამოვლენილ გარემოებად გასაჩივრებული განჩინების მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ზ-ის მიმართ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომის გადასინჯვის საფუძველი, რის გამოც აღნიშნული განჩინება მსჯავრდებულ გ. ზ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ზ-ის დამცველის, ადვოკატ კ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. ზ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.