დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
28საზ ქ. თბილისი
10 მარტი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამრათლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 მარტის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 მაისის განაჩენით დ. ა-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქარვთელოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
დ. ა-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამრათლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ივლისის განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სიხსლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 მარტის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მსჯარვდებულ დ. ა-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქარვთელოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით დ. ა-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღდმეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით. მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. მ-ი საჩივრით ითხოვს დ. ახალაშვილის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხილს სამართილს კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარასებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობის ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ დ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღდმეგო დაუფლება _ დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებდა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება ამჟამად მოქიედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტს (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკთურების მიზნით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
სისხლის სამართილს კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხილს სამართლის კანონს, რმოელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.