დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
97/საზ ქ. თბილისი
20 ოქტომბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ძ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის განაჩენით:
ჯ. ძ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია).
ჯ. ძ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-100 მუხლის მეორე ნაწილიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) 187-ე მუხლის მეორე ნაწილზე.
ჯ. ძ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეცხრე ნაწილიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 105-ე მუხლზე.
ჯ. ძ. , _ საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, სამართალში არყოფილი (გაქარწყლებული აქვს), _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,104-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე პუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 105-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) _ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ჯ. ძ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 1999 წლის 17 თებერვლიდან 2000 წლის 2 ოქტომბრამდე წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 1 წელი, 7 თვე, 15 დღე და ასევე 2006 წლის 8 მაისიდან პატიმრობაში ყოფნის დრო.
სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა. ჯ. ძ-ს დაზარალებულ გ. ძ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 900 ლარის გადახდა.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
განაჩენიდან ამოირიცხა ჯ. ძ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით შერაცხული მსჯავრი დანიშნულ სასჯელთან ერთად, როგორც ზედმეტად შერაცხული.
ჯ. ძ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,104-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე პუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) _ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ჯ. ძ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა. ჯ. ძ-ს დაზარალებულ გ. ძ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 900 ლარის გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ჯ. ძ-ს საქართველოს სსკ-ის 17,104-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე პუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით), 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის მიესაჯა 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული ჯ. ძ. საჩივრით ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 17,104-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე პუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით), 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) დანიშნული სასჯელის _ 17 წლით თავისუფლების აღკვეთის _ შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ჯ. ძ-ს საქართველოს სსკ-ის 17,104-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე პუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით), 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით (ძვ. რედაქცია), რომლებიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას განსაკუთრებული სისასტიკით ან ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისა და ორი ან რამდენიმე პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის, დანაშაულის ჩადენის დროს სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე, ხოლო სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტები იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტები მოიცავს წინა ნაწილებს და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის (თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ), ფარგლებში ინიშნება მხოლოდ ერთი სასჯელი.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ ჯ. ძ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ჯ. ძ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ჯ. ძ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.