შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 27.07.2009
საქმის ნომერი
20საზ.-2009
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.07.2009

გადაწყვეტილების ტექსტი

20საზ-09 ქ. თბილისი

27 ივლისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ო-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განაჩენით გ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის I ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის განაჩენით:

გ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ზ», «თ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით გ. ბ-ეს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ზ», «თ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით გ. თ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ზ», «თ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით ლ. Oო-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2006 წლის 24 მარტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

Gგ. Bბ-ეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა. მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტზე. გ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ზ» და «თ» ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე გ. ბ-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და საბოლოოდ მას განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 24 მარტიდან.

გ. თ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა. მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტზე. Gგ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ზ» და «თ» ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე გ. თ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 24 მარტიდან.

ლ. ო-ეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა. მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტზე. ლ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ზ» და «თ» ქვეპუნქტებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ლ. Oო-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 24 მარტიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის დანიშნული სასჯელები დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: გ. ბ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, გ. თ-ს _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ლ. ო-ეს _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:

გ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის I ნაწილით (2005 წლის 17 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 378-ე მუხლის III ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მას მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა¼1/4-ით და საბოლოოდ გ. ბ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 27 ოქტომბრიდან.

მ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის I ნაწილით (2005 წლის 17 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 378-ე მუხლის IV ნაწილით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მას მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი, 10 თვე, 7 დღე და საბოლოოდ მ. ს-ეს მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით, 10 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 24 ოქტომბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. Bბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულების _ გ. ბ-ის, გ. თ-სა და ლ. ო-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლის დადგენილებით მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს _ 5 წელსა და 3 თვეს _ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი, 7 თვე და საბოლოოდ გ. ბ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 24 თებერვლიდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განაჩენით გ. ბ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ო-ი საჩივრით ითხოვს გ. ბ-ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას, იმ მოტივით, რომ გ. ბ-ეს მსჯავრი დაედო 5 ლარის ღირებულების ქონების ფარული დაუფლებისათვის, აღნიშნული ქმედება კი დღევანდელი კანონმდებლობით კვალიფიცირდება არა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, არამედ _ ამავე მუხლის I ნაწილით და, შესაბამისად, უნდა გადაკვალიფიცირდეს მასზე, ხოლო «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის I მუხლის II ნაწილის თანახმად, ბრალდების ამ ნაწილში მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, მას უნდა მოეხსნას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც დამატებული ჰქონდა გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განაჩენიდან და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განაჩენით გ. ბ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის I ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქ. გორში, საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. Gგ-ს მიმართ ქურდობის ეპიზოდში მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიერ დაზარალებულ რ. Gგ-ის მიყენებული ზიანი _ 5 ლარი, ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს, ვინაიდან სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მესამე ნაწილის მიხედვით, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით.

ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რომლისთვისაც სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის I ნაწილთან, ხოლო სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან იგი სანქციის ფარგლებშია.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იმ მსჯავრდებულებზე, რომელთა მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ზეპირი მოსმენის გარეშე ერთჯერადად იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

ამდენად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე.

რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულების _ გ. ბ-ის, ლ. ო-სა და გ. თ-ის მიერ ჩადენილ ქმედებას, რომლის კვალიფიკაცია განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტითა და სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ზ» და «თ» ქვეპუნქტებით, მის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, ვინაიდან არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. ამიტომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულების _ გ. ბ-ის, ლ. ო-ისა და გ. თ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატა ახლად გამოვლენილი გარემოებების თვალსაზრისით ასევე ვერ იმსჯელებს მსჯავრდებულების _ გ. ბ-სა და მ. ს-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანაზე ვინაიდან კანონიერი საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ო-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ გ. Bბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის I ნაწილზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულების _ გ. ბ-ს, ლ. ო-სა და გ. თ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულების _ გ. ბ-სა და მ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.