დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-109-108(კ-17)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
№ბს-109-108(კ-17) 20 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 30 მარტს ლ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 16 მარტის №02-05/596 წერილის ბათილად ცნობა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მის სასარგებლოდ 2005 წლის 7 ივნისიდან 2010 წლის 15 იანვრამდე პერიოდის საკლასო ჩინის დანამატის - თანამდებობრივი სარგოს 25%-ის - 23 260 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 16 მარტის №02-05/596 წერილი; მოპასუხე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოსარჩელის სასარგებლოდ 2005 წლის 7 ივნისიდან 2010 წლის 15 იანვრამდე პერიოდის საკლასო ჩინის დანამატის - თანამდებობრივი სარგოს 25%-ის ოდენობით ანაზღაურება დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩნება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმა გაგებულ უნდა იქნეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 137-ე მუხლის მე-2 პუნქტის ერთობლივი ანალიზის საფუძველზე.
კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს, რომ მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია გასცეს საკლასო ჩინის დანამატის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში. კასატორის მითითებით, კანონმდებელმა საკლასო ჩინის დანამატი თანხის გაცემა დაუკავშირა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, რომ მან განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება 2016 წლის 1 იანვრამდე საკლასო ჩინის მქონე მოხელეებისთვის თანამდებობრივი სარგოს გაცემის შესახებ.
კასატორი სადავოდ არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2001 წლის 17 აგვისტოს №297/1 ბრძანების საფუძველზე ლ. ბ-ს მიენიჭა საჯარო სამსახურის მეორე კლასის მრჩევლის საკლასო ჩინი და 2001 წლის 1 აგვისტოდან 2005 წლის 3 ივნისამდე ეძლეოდა მეორე კლასის მრჩევლის საკლასო ჩინისათვის გათვალისწინებული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 25%-ის ოდენობით, თუმცა კასატორის მოსაზრებით, 2001 წელს საკლასო ჩინის მინიჭება არ ქმნის უპირობო საფუძველს, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ლ. ბ-ზე გასცეს საკლასო ჩინის მიხედვით გათვალისწინებული დანამატის თანხა, რადგან მას საქართველოს კანონმდებლობით არ ეკისრება აღნიშნული ვალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2001 წლის 17 აგვისტოს №297/1 ბრძანებით ლ. ბ-ს მიენიჭა საჯარო სამსახურის II კლასის მრჩევლის საკლასო ჩინი და განესაზღვრა დანამატი თანამდებობრივი სარგოს 25%-ის ოდენობით. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ლ. ბ-ს კანონის შესაბამისად აქვს მინიჭებული საჯარო მოსამსახურის II კლასის მრჩევლის საკლასო ჩინი.
„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“ შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში მხარჯავ დაწესებულებებს უფლება აქვთ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულება გაავრცელონ მხოლოდ იმ მოსამსახურეებზე, რომლებზედაც 2006 წლის 1 იანვრამდე ვრცელდებოდა აღნიშნული მუხლის მოქმედება. იმისათვის, რომ პირი აღნიშნული ნორმის რეგულირების სფეროში მოექცეს უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, კანონმდებელმა საკლასო ჩინის მიხედვით დანამატი თანხის გაცემა დაუკავშირა დროის მონაკვეთს (2006 წლის 1 იანვრამდე) და არა ადმინისტრაციული ორგანოს კეთილ ნებას გასცეს მოხელეთათვის კანონით გარანტირებული თანხა საკუთარი შეხედულებისამებრ. აღნიშნული არ არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულებაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია გასცეს საკლასო ჩინის დანამატის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მხოლოდ იმ მოსამსახურეებზე, რომელთა მიმართაც 2006 წლის 1 იანვრამდე ვრცელდებოდა აღნიშნული მუხლის მოქმედება.
საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით, ლ. ბ-ი ექცევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედების სფეროში, რომელსაც საკლასო ჩინი მიენიჭა სწორედ 2006 წლის 1 იანვრამდე, რაც ქმნის ლ. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="CC9cCm3DUxVtU4qFRxuLtZG058JwaPUcSh5iddmE";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize