დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-118-117(2კ-17)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
#ბს-118-117(2კ-17) 20 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ხ-ისა და ახმეტის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 3 მარტს ვ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 2 თებერვლის #80 ბრძანებისა და ბ. ნ-ის ნაწილში მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის #6 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ბ. ნ-ი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 2 თებერვლის #80 ბრძანება ვ. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 30 იანვრის #6 ოქმი გამარჯვებულ კანდიდატთა დანიშვნის შესახებ 25-ე პუნქტი ბ. ნ-ის დანიშვნის ნაწილში და 2015 წლის 2 თებერვლის ბრძანება #151 ბ. ნ-ის ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის ... დანიშვნის შესახებ; ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას ვ. ხ-ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. ნ-მა და ახმეტის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინებით აპელანტ ბ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ხ-ისა და ახმეტის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 30 იანვრის #6 ოქმი გასაუბრების შედეგების დამტკიცებისა და გამარჯვებულ კანდიდატთა დასანიშნად წარდგენის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის ... თანამდებობაზე ბ. ნ-ის გამოვლენისა და წარდგენის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 6 მაისის ბრძანება ბ. ნ-ის ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის ... დანიშვნის თაობაზე; ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის ... ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის გამოვლენის მიზნით კონკურსის ჩატარება გასაუბრების ეტაპიდან და აღნიშნულის საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება; ვ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ახმეტის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორ ვ. ხ-ისთვის გაუგებარია სასამართლომ რატომ არ ცნო ბათილად ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 2 თებერვლის #80 ბრძანება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, მაშინ, როცა ამ ბრძანების საფუძვლად მითითებულია 2015 წლის 30 იანვრის საკონკურსო კომისიის #6 ოქმი, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი.
კასატორის მითითებით, არ არის წარმოდგენილი შეფასების მეთოდი, აუცილებელ ქულათა მინიმალური ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ კრიტერიუმები, რომლის საფუძველზე დადგინდა მოხელეთა გასაუბრებისას გამოსაყენებელი კითხვარი, რომელიც შედგებოდა 10 სხვადასხვა შეკითხვისგან. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რომ იგი არის ეკონომიკის მაგისტრი და რომ 20 წელი მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს მთავარ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში და კონტროლის პალატაში ... და უფროს სპეციალისტად ანუ აუდიტად.
კასატორი ახმეტის რაიონის გამგეობა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას მხედველობაში არ მიიღო და არ იმსჯელა აპელანტის მიერ სადავოდ ქცეულ გადაწყვეტილებაში თელავის რაიონული სასამართლოს მიერ დაშვებულ შეცდომებზე, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების ფუნდამენტს წარმოადგენდა, კერძოდ, თელავის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ძალაში შეუსვლელი კანონიდან, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეესრულებინა ის პროცედურები, რომელსაც მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი საერთოდ არ ითვალისწინებდა.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში მესამე პირად ჩაბმული ბ. ნ-ი ამჟამად აღარ მუშაობს სადავოდ ქცეული შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. შიდა აუდიტის სამსახურის ... თანამდებობაზე კანკურსის წესით დანიშნულია სხვა პირი, რასაც შეფასება არ მისცა სააპელაციო სასამართლომ.
კასატორის მითითებით, ვ. ხ-ი დანიშნული იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის შიდა აუდიტის სამსახურის ... მოვალეობის შემსრულებლად. კასატორი განმარტავს, რომ „მოვალეობის შემსრულებელი“ გულისხმობს კონკურსის ჩატარების აუცილებლობას და კონკურსის შედეგების მიხედვით საუკეთესო კონკურსანტის დანიშვნას ვაკანტურ თანამდებობაზე. კასატორი გამორიცხავს კონკურსის ჩატარებისას დისკრიმინაციულ და მიკერძოებულ მიდგომას, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონის სრული დაცვით ჩაატარა კონკურსის ყველა ეტაპი. კასატორის მითითებით, კონკურსის დროს გამოიკვეთა ბ. ნ-ის უპირატესობა დასანიშნ კონკურსანტებს შორის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ხ-ისა და ახმეტის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ხ-ისა და ახმეტის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან. კონკურსის შედეგად საჯარო მოხელეთა შერჩევის არსს გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე კანდიდატთა ურთიერთშეპირისპირებისას კონკრეტული თანამდებობისთვის სათანადო კანდიდატის შერჩევა წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს დაკარგავდა აღნიშნული რეგულაცია. ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-4 მუხლი განსაზღვრავს კონკურსის მიზანსა და ამოცანებს, რომლის თანახმად, კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა; ხოლო კონკურსის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება; დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. სწორედ აღნიშნულ მიზნებსა და ამოცანებზე მიუთითებს წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული კონკურსის პრინციპები - ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა; ი) კორექტულობა.
ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი ადგენს საჯარო სამსახურის ძირითად პრინციპებს, რომლის თანახმად, საქართველოში საჯარო სამსახურის ძირითად პრინციპს რიგ სხვა ფაქტორებთან ერთად წარმოადგენს მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა თუ რატომ ეთქვა უარი მოსარჩელის - ვ. ხ-ის კანდიდატურას და რატომ მიენიჭა უპირატესობა ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენად სხვა კანდიდატს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შერჩევა, რომელიც განხორციელდა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შიდა აუდიტის სამსახურის ... ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, არ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტს და უხეშად არღვევს კონკურსის მიზანს - კონკურსანტთა შერჩევა მოხდეს პროფესიული ნიშნით. მოცემულ შემთვევაში კანდიდატთა გამოცდილებასა და პროფესიულ განათლებას შორის არსებული აშკარა დისბალანსი ქმნის იმის მტკიცების საფუძველს, რომ კანდიდატთა შერჩევა მოხდა ობიექტურობის კრიტერიუმების დაუცველად, შეფასება არ არის სათანადო და თანაზომიერი.
მართალია, ადმინისტრაციული ორგანო კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევის პროცესში დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. როდესაც კონკურსის წესით საჯარო მოხელის შერჩევისას არჩევანი ერთი კანდიდატის სასარგებლოდ კეთდება, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. ბუნებრივია კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა თანამდებობაზე წარსადგენად უჩნდება საფუძვლიანი უფლება გაეცნოს გადაწყვეტილების მოტივებს. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შედეგებისა, დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 21.07.2016წ. #ბს-85-84(კ-16) განჩინება).
ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - ახმეტის რაიონის გამგეობის მოსაზრებას სადავო აქტების კანონიერების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის - ვ. ხ-ის მოსაზრებას სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის 11.02.2014წ. #108 ბრძანებით ვ. ხ-ი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის ... თანამდებობაზე დანიშნული იყო მოვალეობის შემსრულებლად კონკურსით დასანიშნ ვაკანტურ თანამდებობაზე, შესაბამისად, იგი დანიშნული იყო გარკვეული ვადით, რომლის დადგომის პირობებში გაჩნდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, ბ. ნ-ის გამარჯვებულად გამოცხადებისა და მისი თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის ნაწილში ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 30 იანვრის #6 სხდომის ოქმის ბათილობის მიუხედავად, სასამართლო კანდიდატთა შერჩევისა და გამოვლენის პროცესში საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის მინიჭებული დისკრეციიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას ცნოს კანდიდატი კონკურსში გამარჯვებულად და მოახდინოს მისი თანამდებობაზე დანიშვნა. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127.6 მუხლი ამ უფლებას ითვალისწინებს მხოლოდ პირის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ხ-ისა და ახმეტის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="WG2f1uQfznbBnh2g5JmohR6Tpjk3FUFP7ZvP94B1";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize