დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 15.05.2017
საქმის ნომერი
ბს-391-388(კს-17)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.05.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-391-388(კს-17)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

#ბს-391-388(კს-17) 15 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – დ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.2017წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 7 მარტს დ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 23.02.2016წ. MOC 5 16 00151701 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. ხ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით დ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პატიმრობის კოდექსის 86.1 მუხლის ჩანაწერი ერთჯერადად გასაჩივრების უფლების შესახებ, როგორც სამართალწარმოების სპეციალური ნორმა, უშვებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების კანონიერების მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემოწმების შესაძლებლობას, იმავე ნორმიდან გამომდინარე, დაუშვებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის დავალება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს თავად იმ უფლების უგულებელყოფის საფრთხეს, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული). სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომლიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. გასაჩივრების აკრძალვა არათანაზომიერად ზღუდავს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას და არაკონსტიტუციურია. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა საჩივარში მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართლოს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ხ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2016 წლის 16 თებერვლის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის - გ. წ-ს მიერ შედგენილ იქნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ 2016 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 18:26 საათზე №25 საკანში განთავსებული მსჯავრდებული დ. ხ-ი გადაძახილის მეშვეობით დაუკავშირდა სხვა საკანში მყოფ მსჯავრდებულს. აღნიშნული ქმედებით მან დაარღვია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულება, ზიანი მიადგა წესრიგსა და უსაფრთხოებას.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების №7 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 23.02.2016წ. MOC 5 16 00151701 განკარგულება ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის დისციპლინარული ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული ქმედებისათვის დ. ხ-ის მიმართ პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი - მომდევნო სამი თვის განმავლობაში მისი კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა. მსჯავრდებულმა დ. ხ-მა სადავოდ გახადა დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს (პირველი პუნქტი), დაცვის უფლება გარანტირებულია (მე-3 პუნქტი). „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია ნორმატიული აქტების იერარქია, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს ყველა სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. პატიმრობის კოდექსი არის საქართველოს კანონი, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებს.

დისციპლინური გადაცდომების სახეები, გადაცდომების (დარღვევების) ამომწურავი ჩამონათვალი ანუ ჩამონათვალი იმ გადაცდომებისა, რომლებიც შესაძლებელია ჩაიდინოს საპატიმრო დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფმა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, აგრეთვე დისციპლინური დარღვევის თანამდევი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები, დისციპლინური დარღვევის საქმის წარმოების, დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საკითხის გადაწყვეტისა და ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურული წესები დადგენილი არის სპეციალური საკანონმდებლო აქტით - პატიმრობის კოდექსით. პატიმრობის კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამავე კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი, გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციები შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან და ნორმებთან. ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების უფლება არ არის გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით. გასაჩივრების უფლებას განსაზღვრავს კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლი, რომლის მე-2 პუნქტი მსუბუქ დისციპლინურ დარღვევათა მიმართ გასაჩივრების უფლების რეგულირების საკითხს სახელმწიფოთა დისკრეციას განაკუთვნებს (იხ. სუს 11.05.2016წ. ბს-127-126(კს-16) განჩინება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დაუშვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, რადგან პატიმრობის კოდექსის 86.1 მუხლი ცალსახად ადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში დისციპლინურ ღონისძიებათა გამოყენების შესახებ განკარგულების სასამართლოში მხოლოდ ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ხ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო, ვინაიდან არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქ. ვ-ს (პ/ნ ...) დ. ხ-ის კერძო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს დ. ხ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;

2. ქ. ვ-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს დ. ხ-ის კერძო საჩივარზე 03.04.2017წ. №2 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

 

ნ. სხირტლაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="jOCPpRPxyUG4GiKIitrPzwf9NrMKpy99jPFOmEvo";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize