დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ვ-1768-5(ა-15)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
3-1768-5 (ა-15) 12 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად განიხილა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ც. წ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ც. წ-მა 13.08.15წ. განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მიუთითა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 03.08.2001წ. გადაწყვეტილების, საოლქო სასამართლოს 02.12.2002წ. გადაწყვეტილების, უზენაესი სასამართლოს 02.10.2003წ. განჩინების, საოლქო სასამართლოს 16.12.2004წ. გადაწყვეტილების და საოლქო სასამართლოს 16.12.2004წ. გადაწყვეტილების უსწორობაზე, ასევე აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს 15.07.2005წ. განჩინება დარჩა აღუსრულებელი.
საკასაციო სასამართლოს 11.09.2015წ. განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარმოდგენა, ასევე იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რომ მის მიერ განცხადების შემოტანისას დაცული იყო სსკ-ით დადგენილი 1 თვიანი გასაჩივრების ვადა, ასევე დაევალა სასამართლოსათვის მიეთითებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება და საქმის წარმოების განახლების კონკრეტული საფუძვლები.
ც. წ-მა 23.10.15წ. განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც ირკვევა, რომ მის მიერ სრულად არ იქნა გამოსწორებული საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი. კერძოდ, განმცხადებელმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. საკასაციო სასამართლოს 11.09.2015წ. განჩინებით დადგენილი სხვა ხარვეზი – გასაჩივრების ვადის დაცვისა და განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლების მითითების შესახებ განმცხადებლის მიერ არ იქნა გამოსწორებული. ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმოდგენილ განცხადებაში არ არის მითითებული საკასაციო სასამართლოს რომელი განჩინება საჩივრდება, საქმის წარმოების განახლების რა საფუძველი არსებობს, განცხადებაში მითითებულია სხვადასხვა სასამართლო ინსტანციის სხვადასხვა განჩინება/გადაწყვეტილებების უსწორობის ფაქტობრივ საფუძვლებზე, ხოლო საკასაციო სასამართლოს რომელიმე განჩინების/გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების ვერც ერთ სამართლებრივ საფუძველზე მის მიერ მითითებული არ არის.
სსკ-ის 427.2 მუხლის თანახმად თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს სსკ-ის 423-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. წ-მა ვერ გამოასწორა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, მისი განცხადება დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი და განუხილველად უნდა დარჩეს.
სსკ-ის 49-ე მუხლის შესაბამისად, ც. წ-ს (პ.ნ. ...) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 22.09.2015 წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 425-ე, 426-ე 429-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც. წ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ც. წ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს მის მიერ 22.09.2015 წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="POdiJeP7xp7cwSF4dncha5GaMIzQIyEidgZB88Vl";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize