დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 03.04.2015
საქმის ნომერი
ბს-168-165(კ-15)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.04.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-168-165(კ-15)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

#330310014435130

#ბს-168-165(კ-15) 3 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში ზ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

2014 წლის 18 თებერვალს ზ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა ფაქტის აღიარება, რომ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ - შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ედუარდ შევარდნაძემ მიანიჭა ... წოდება1992 წლის საომარი მდგომარეობის დროს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინებით მოსარჩელე ზ. ბ-ის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და 2014 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა ასევე მოითხოვა მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმება და საკასაციო წესით საქმის განხილვისას მოწმეთა დაკითხვის თაობაზე იშუამდგომლა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზ. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.2 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. სსსკ-ის 391.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების (გადაწყვეტილებების) კანონიერებაზე და არა აქვს მინიჭებული საპროცესო კომპეტენცია გადაამოწმოს საქალაქო სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ მოწმეთა დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცესუალური წინაპირობა, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არა აქვს მინიჭებული პროცესუალური კომპეტენცია დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ამ მიზნით დაკითხოს მოწმეები.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. ბ-ის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების ნაწილში დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

2. ზ. ბ-ის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="3HCk9vufKZYac9PDZNLRpis4giBiVimeqtA68tvs";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize