არ დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 12.09.2017
საქმის ნომერი
ბ-926-1(გან-17)
კატეგორია
დავის ტიპი
განმარტება
თარიღი
12.09.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბ-926-1(გან-17)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმე # 330310015742328

ბ-926-1 (გან-17) 12 სექტემბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა რ. კ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2017წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2017წ. გადაწყვეტილებით რ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2015წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი რ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.02.2015წ. N04/12102 გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 30.07.2014წ. N04-04/4683 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. კ-ის მიმართ მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე.

18.08.2017წ. რ. კ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2017წ. გადაწყვეტილების განმარტება. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ბუნდოვანია თუ რა გარემოებების გამოკვლევა და შეფასება უნდა მოახდინოს ორგანომ ახალი აქტის გამოცემამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო რ. კ-ის განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2017წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე და თვლის, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური აუცილებლობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2017წ. გადაწყვეტილებით რ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2015წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი რ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.02.2015წ. N04/12102 გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 30.07.2014წ. N04-04/4683 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. კ-ის მიმართ მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არის საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში ასახული მათი სამართლებრივი შეფასების შედეგი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 30.06.2015წ. გადაწყვეტილება, რომლითაც რ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო აქტების ბათილად ცნობით ადმინისტრაციულ ორგანოს სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, მოსარჩელე რ. კ-ის მიერ სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა, რ. კ-ი დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ რ. კ-ი საკასაციო საჩივრით იმთავითვე ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.06.2015წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას. ამასთანავე, კასატორ რ. კ-ის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისას, პროცესზე დაადასტურეს მოთხოვნა სადავო აქტების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლოში არ დაიშვება მოთხოვნის გაზრდა (სსკ-ის 407-ე მუხ.) და საკასაციო პალატა დავის განხილვისას ვერ გაცდება საკასაციო საჩივრის ფარგლებს (სსკ-ის 404.1 მუხ.), პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პროცესუალური შესაძლებლობა. დავის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მოთხოვნის ფარგლებით, იგი ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმაზე მეტს, ვიდრე ის მოითხოვდა (სსკ-ის 248-ე მუხ.).

ამასთანავე, 25.05.2017წ. გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტა წარმოების ძირითადი წესების სრული იგნორირებით თავისთავად იძლეოდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახალი განხილვისათვის დავალების შესაძლებლობას. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ პენსიის შეჩერების დროს მოქმედი „სახელმწიფო პენსიის დანიშვნის და გაცემის წესის“ 8.3 მუხლის თანახმად, პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის, მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში გაუტანლობის შემთხვევაში პენსიის შეჩერების წყაროა პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დადასტურდა საბანკო დაწესებულების მიმართვა სოც.უზრუნველყოფის ორგანოსადმი, საქმეზე არ დადგენილა ასეთი მიმართვის კონკრეტული დრო. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანოს უნდა გაერკვია აგრეთვე სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების, ხოლო შემდგომში შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების რ. კ-ისათვის ოფიციალურად გაცნობის საკითხი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.05.2017წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, სამოტივაციო ნაწილში ასახული მსჯელობის გათვალისწინებით, გარკვევით და ნათლად არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და შეუსაბამო დებულებებს, რის გამოც არ არსებობს მისი განმარტების აუცილებლობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. კ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2017წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="yVZ2hM8gDsbjYwNrG2lqSp5FLiDvadSJsvdZGULO";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize