დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 04.07.2017
საქმის ნომერი
ბს-336-334(2კ-17)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.07.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-336-334(2კ-17)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმე # 330310014668001

საქმე №ბს-336-334(2კ-17) 4 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შერმოსავლების სამსახური (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...“ 2014 წლის 8 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმრათ. მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 8 აპრილის №19922 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 18 დეკემბრის №7-1055 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 18 დეკემბრის №66388 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების (29 343 ლარის ნაწილში) ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან გასაჩივრებულ ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 8 აპრილის №19922 ბრძანება; სსიპ შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 18 დეკემბრის №7-1055 საგადასახადო მოთხოვნა; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 18 დეკემბრის №66388 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორმებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახურის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს შემდეგს, რომ „მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე მოპასუხის არგუმენტს, რომ საწარმოს რეალურად არსებულ (ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ) და დეკლარირებულ სასაქონლო მატერიალურ მარაგებს შორის სხვაობა დაბეგრილი არ აქვს როგორც მოგების გადასახადით, ისე დღგ-ით, რამდენადაც მას ეს გარემოება საერთოდ არ გამოუკვლევია“. კასატორი მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ განსახილველ შემთხვევაში ყველა გარემოება სათანადოდაა გამოკვლეული და შეფასებული საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის 01.01.2007წ. - 01.04.2013წ. პერიოდის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, რაზეც შედგა 2013 წლის 13 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი. აქტით დასარიცხად განსაზღვრულ თანხებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 18 დეკემბრის №66388 ბრძანება და 2013 წლის 18 დეკემბრის №7-1055 „საგადასახადო მოთხოვნა“, თანხით, სულ 67221.9 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 8 აპრილის №19922 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განახორციელოს ნედლეულის გადამუშავებისა და ნაწარმოები პროდუქციის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება, ხოლო დეკლარირებულ ნაშთსა და დადგენილ მონაცემებს შორის სხვაობა განიხილოს ნედლეულის თვითღირებულებით რეალზაციად. აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს დარციხული თანხების კორექტირება, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, სადაც საბჭოს გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყორილდა ნაწილობრივ, გადამხდელი გათავისუფლდა შემოწმებით გამოვლენილი ნაშთის სხვაობის მიწოდებად განხილვის ნაწილში დარიცხული ჯარიმისა და საურავისაგან, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოწმების აქტის თანახმად, 2008 წლის 11 დეკემბერს ჩატარდა საზოგადოების თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომელიც შეეხო მოგების დეკლარაციაში ასახულ სასაქონლო-მატერიალუ ფასეულობათა ნაშთების სისწორის დადგენას. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს 2006 წელს მოგების დეკლარაციაში ნაჩვენები ჰქონდა 186222 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა, ხოლო 2007 წელს 360592 ლარის. შემოწმებით ჩაითვალა ბოლოს წარდგენილი ინფორმაცია რეალურად შესაბამისად 2007 წლის საწყისი ნაშთი განისაზღვრა 360592 ლარის ოდენობით, გადამხდელს აღნიშნული არ გაუსაჩივრებია, შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე იშიფრება მხოლოდ 280685 ლარის საქონელი (ხორბალი, ფქვილი) ხოლო სხვაობა დეკლარირებულ ნაშთსა და დადგენილ მონაცემებს შორის ვერ დგინდება, შემოწმებამ გადამხდელის მიერ მოწოდებულ სასაქონლო-მატერიალური მარაგის საწყის ნაშთსა და დეკლარირებულ ნაშთს შორის სხვაობა (79907 ლარი) განიხილა ხორბლის ნაშთად, ასევე, ნაწარმოებ პროდუქციად 2007 წლის მონაცემების შესაბამისად და ჩაითვალა მიწოდებად (97994 ლარის ოდენობით) 2007 წლის დეკემბრის თვეში. ამასთან შემოწმებით დადგინდა 2007 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი.

საგადასახადო კოდექსის 2007 წელს მოქმედი რედაქციის 173-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული ყველა შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან“. ამავე კოდექსის 175-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „1. ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან, განეკუთვნება სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები. 2. სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს მიეკუთვნება ა) საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები“. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, „2. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისათვის. 3. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს“.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, „გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა 2007 წლის სასაქონლო-მატერიალური მარაგის საწყისი და საბოლოო ნაშთები, რომელიც დეკლალირებულისაგან განსხვავებულია. 2008 წლის 11 დეკემბერს ჩატარდა საზოგადოების თემატური შემოწმება, რომელიც შეეხო მოგების დეკლარაციაში ასახულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთების სისწორის დადგენას, აღნიშნული შემოწმებით 2006 წლის საბოლოო ნაშთად განისაზღვრა 360 592 ლარი. გადამხდელს აღნიშნული არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა 2008 წლის 11 დეკემბერს ჩატარებული კამერალური საგადსახადო შემოწმების შედეგებით. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე იშიფრება მხოლოდ 280685 ლარის საქონელი (ხორბალი, ფქვილი) ხოლო სხვაობა დეკლარირებულ ნაშთსა და დადგენილ მონაცემებს შორის ვერ დგინდება. შემოწმებამ გადმხდელის მიერ მოწოდებულ სასაქონლო- მატერიალური მარაგის საწყის ნაშთსა და დეკლალირებულ ნაშთს შორის სხვაობა (79907 ლარი) განიხილა ნაწარმოებ პროდუქციად და 2007 წლის დეკემბრის თვეში ჩაითვალა მიწოდებად (97994 ლარის ოდენობით)“.

შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 8 აპრილის №19922 ბრძანებით, ვინაიდან არ დასტურდებოდა აღნიშნული ნედლეულისგან პროდუქციის წარმოება აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განახორციელოს ნედლეულის გადამუშავებისა და ნაწარმოები პროდუქციის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება, ხოლო დეკლარირებულ ნაშთსა და დადგენილ მონაცემებს შორის სხვაობა განიხილოს ნედლეულის თვითღირებულებით რეალიზაციად. აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციის მიხედვით გადაანგარიშების შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული ბიუჯეტში გადასახდელი თანხა შემცირდა სულ 7777 ლარით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 6873 ლარი, ჯარიმა 904 ლარი. 2008 წლის 11 დეკემბრის აქტის თანახმად, „გადმხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლით დადგინდა, რომ გადამხდელს 2006 წლის მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ნაჩვენები აქვს საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 186222 ლარის ოდენობით, თუმცა 2007 წლის მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს გადამხდელი აფიქსირებს 360592 ლარის ოდენობით, ვინაიდან ორივე მონაცემი შეესაბამება ერთიდაიგივე პერიოდს, რეალურად მიჩნეულია ბოლოს მიწოდებული ინფორმაცია. ნამეტი თანხა 174370 ლარის ოდენობით ჩაირთო 2006 წლის ერთობლივ შემოსავალში, შესაბამისად მოგების გადასახადის დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 174370 ლარით“. ამდენად, შემოწმება დაეყრდნო 2008 წელს შედგენილი გაუსაჩივრებელი აქტის მონაცემს, განსაზღვრა 2007 წელს საწყისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთის ოდენობა და გადამხდელის მიერ წარდგენილ 2007 წლის საწყის ბუღალტრულ ნაშთთან შეპირისპირებით დადგენილი სხვაობა დაბეგრა კანონშესაბამისად.

კასატორის მოსაზრებით სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ასევე შემოსავლების სამსახურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის (831 ლარის) დაკისრების ნაწილშიც, ვინაიდან "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ლ" ქვეპუნქტის თანახმად: “საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე; სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, – სარჩელებზე მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახადების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე“.

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძლად მიუთითებს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელთა არგუმენტი იმის შესახებ, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გათვალისწინება შეუძლებელი იყო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რადგან მოცემულ შემთხვევაში, აუდიტორი ვალდებული იყო საწარმოს უკვე შემოწმებული პერიოდის შესახებ არსებული და დადგენილი ფაქტობრივ გარემოებები შემოწმების პერიოდში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან ურთიერთშეეჯერებინა და შეეფასებინა ისინი, საწარმოსათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი პრინციპების დაცვით გადასახადის დარიცხვის მიზნით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო კანონით დადგენილი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ არამართლზომიერეად აიგივებს შემოწმებული საანგარიშო პერიოდის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებას საანგარიშო პერიოდის შემოწმებისათვის დადგენილ ვადებთან.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის 2007 წელს მოქმედი რედაქციის 173-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: „ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული ყველა შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან“. ამავე კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „ეკონომიკური საქმიანობითმიღებულ შემოსავლებს, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან, განეკუთვნება სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკურისაქმიანობით მიღებული შემოსავლები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს მიეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები“. საგადასახადო კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისათვის“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით: „დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს“. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებების მონაწილეობას ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრაში. მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ სწორედ რომ 2007 წლის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ღირებულებასთან გადამხდელის მიერ წარდგენილ 2007 წლის საწყის ბუღალტრულ ნაშთთან შეპირისპირებით დადგენილი სხვაობა დაბეგრა კანონშესაბამისად. აპელანტის მითითებით, სასამართლო მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის (ძველი 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის) შეფასებით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება ჰქონდა, პერიოდი, რომელიც უკვე შემოწმებული იყო და ამასთან ხანდაზმული, ხელმეორედ შეემოწმებინა და და ისე დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ვინაიდან კანონმდებლობა მას არ ზღუდავდა. აღნიშნულს არ ეთანხმება ფინანსთა სამინისტრო და განმარტავს, რომ ხანდაზმულობის საერთო ვადად საგადასახადო კოდექსით დადგენილია 6 წელი. საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან. (სსკ-ის მე-4 მუხლის მე-6 ნაწილი).

კასატორი აღნიშნავს, რომ კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა იმპერატიული ხასიათისაა. საგადასახადო-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეებს უფლება არა აქვთ შეამცირონ ან გაზარდონ კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა ან შეცვალონ მისი გამოთვლის წესი. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეემოწმებინა საგადასახადო ორგანოს მიერ უკვე შემოწმებული პერიოდი და საანგარიშო პერიოდი, რომელიც ხანდაზმული იყო. ამდენად, სასამართლომ კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განმარტა ადმინისტრაციული ორგანოსთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება. კასატორი მიუთითებს, რომ 2008 წლის 11 დეკემბერს ჩატარდა საზოგადოების თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომელიც შეეხო მოგების დეკლარაციაში ასახულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთების სისწორის დადგენას. 2008 წლის 11 დეკემბრის აქტის თანახმად: „გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლით დადგინდა, რომ გადამხდელს 2006 წლის მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ნაჩვენები აქვს საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 186222 ლარის ოდენობით, თუმცა 2007 წლის მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს გადამხდელი აფიქსირებს 360592 ლარის ოდენობით, ვინაიდან ორივე მონაცემი შეესაბამება ერთი და იგივე პერიოდს, რეალურად მიჩნეულია ბოლოს მიწოდებული ინფორმაცია. ნამეტი თანხა - 174370 ლარის ოდენობით ჩაირთო 2006 წლის ერთობლივ შემოსავალში, შესაბამისად მოგების გადასახადის დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 174370 ლარით“. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2008 წელს საწარმოში ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება, ხოლო საგადასახადო კოდექისის 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. 2008 წლის 11 დეკემბერის შემოწმების აქტის შედეგები გადასახადის გადამხდელს არ გაუსაჩივრებია, რომელსაც თვითონ გადამხდელიც აღიარებს. ამდენად, შემოწმება დაეყრდნო 2008 წელს შედგენილი გაუსაჩივრებელი აქტის მონაცემს, განსაზღვრა 2007 წელს საწყისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთის ოდენობა და გადამხდელის მიერ წარდგენილ 2007 წლის საწყის ბუღალტრულ ნაშთთან შეპირისპირებით დადგენილი სხვაობა დაბეგრა კანონშესაბამისად.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ხანდაზმულობის საკითხი და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აუდიტორი ვალდებული იყო საწარმოს უკვე შემოწმებული პერიოდის შესახებ არსებული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემოწმების პერიოდში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან ურთიერთშეეჯერებინა და შეეფასებინა ისინი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გააკეთა ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი განმარტება, ვინაიდან ჯერ განმარტა, რომ ძველი პერიოდიც უნდა შეემოწმებინათ საგადასახადო ორგანოს, მიუხედავად ხანდაზმულობისა და შემდეგ აღნიშნა, რომ მხოლოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება (რაც სწორედ რომ განახორციელა საგადასახადო ორგანომ, ვინაიდან, შემოწმება დაეყრდნო 2008 წელს შედგენილი გაუსაჩივრებელი აქტის მონაცემს, განისაზღვრა 2007 წელს საწყისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთის ოდენობა და გადამხდელის მიერ წარდგენილ 2007 წლის საწყის ბუღალტრულ ნაშთთან შეპირისპირებით დადგენილი სხვაობა დაიბეგრა კანონშესაბამისად.) სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო კანონით დადგენილი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ არამართლზომიერად აიგივებს შემოწმებული საანგარიშო პერიოდის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებას საანგარიშო პერიოდის შემოწმებისათვის დადგენილ ვადებთან. სწორედ, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებების საფუძველზე შეადგინა შემმოწმებელმა 2013 წლის 13 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი.

კასატორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკასაციო სასამართლომ განმარტოს თუ, როგორ შეიძლება ადმინისტრაციულმა ორგანომ საგადასახადო შემოწმების ჩატარების გარეშე გარკვეული წლებისწ მონაცემების შედარებით და ურთიერთშეჯერებით მოახდინოს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა. კერძოდ, აქვს თუ არა საწარმოს დაბეგრილ სასაქონლო მატერიალურ ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა 2006 წელს (2006 წლის საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის გარეშე) და საერთოდ 2006 წლეს გამოვლენილი ნაშთების სხვაობის დაბეგვრა 2007 წლის ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრასთან რა კავშირშია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩვრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციას, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება შეუძლებელი იყო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მითითებული ნორმა არ უზღუდავს საგადასახადო ორგანოს - შემმოწმებელს უფლებას, საწარმოსათვის კანონშესაბამისად გადასახადების დარიცხვისა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, შეისწავლოს და დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. პალატის მოსაზრებით, აუდიტორი ვალდებული იყო საწარმოს უკვე შემოწმებული პერიოდის შესახებ არსებული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემოწმების პერიოდში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან ურთიერთშეეჯერებინა და შეეფასებინა ისინი, საწარმოსათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი პრინციპების დაცვით გადასახადის დარიცხვის მიზნით, რამდენადაც, სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა იცავს გადასახადის გადამხდელის უფლებას და აღნიშნული ნორმა გადასახადის გადამხდელის მდგომარეობის გაუარსებისა და გადამხდელის ორმაგი დაბეგვრის შესაძლებლობას არ აძლევს საგადასახადო ორგანოს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო კანონით დადგენილი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ არამართლზომიერად აიგივებს შემოწმებული საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებას საანგარიშო პერიოდის შემოწმებისათვის დადგენილ ხანდაზმულობის ვადებთან.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს ასევე კასატორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის პრეტენზიას სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში და ამ უკანასკნელის რომლის შესაბამისადაც, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, ის გარემოება, რომ კასატორი კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მას არ ათავისუფლებს პროცესუალური მოწინააღმდეგის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისაგან. შესაბამისად, კასატორის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მისთვის სასამართლო ხარჯების დაკისრებით, სასამართლომ დაარღვია კანონის მოთხოვნა, არ გამომდინარეობს საპროცესო ნორმებიდან და ამ ნაწილშიც არ იძლევა საკასაციო საჩივრის გაზიარების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="PpGCVTyUvQYqc0xr8z9GdgQ0PgUPClmA4en9vDvg";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize