დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-475-472(კ-17)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
საქმე №330310016001341520
№ბს-475-472(კ-17) 20 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 26 აპრილს დ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბორჯომის რაიონული განყოფილების 2015 წლის 7 დეკემბრის №04-11-05/1826 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 13 აპრილის №04/29801 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც დ. ნ-ეს დაენიშნება საერთო სასამართლოების მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით, მის მიერ კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებით მიმართვის დღიდან - 2015 წლის სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბორჯომის რაიონული განყოფილების 2015 წლის 7 დეკემბრის №04-11-05/1826 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 13 აპრილის №04/29801 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დ. ნ-ეს დაენიშნება საერთო სასამართლოების მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით, მის მიერ კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებით მიმართვის დღიდან - 2015 წლის სექტემბრიდან; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, 65 წლის ასაკს მიღწეული საერთო სასამართლოს მოსამართლეებისათვის კომპენსაციის დანიშვნის პირობებად ასახელებს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ საფუძვლებს: ა) სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის დამთავრება; ბ) მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა, სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34–35-ე მუხლებთან ერთად 77-ე მუხლის მე-2 პუნქტი დამატებით მიუთითებს პირებს, რომელთა მიმართ განხილულ უნდა იქნეს საერთო სასამართლოს მოსამართლეებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხი, რომლის შესაბამისად, ამგვარ პირებად შეიძლება მიჩნეულ იქნენ პირები, რომლებიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 46-ე–49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნენ მოსამართლის თანამდებობაზე; მოსარჩელემ ამ კანონის საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში; ამავე კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტების, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი და 852 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, საერთო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, მაძიებელი, გარდა იმისა, რომ უნდა მიეკუთვნებოდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34–35–ე მუხლებით ან 77–ე მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას, ასევე მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებული უნდა იყოს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით ან 1999 წლის 15 მაისიდან, სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის საფუძვლით, რასაც დ.ნ-ის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
მოსარჩელის მიერ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტებიდან დასტურდებოდა, რომ დ. ნ-ე მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებულია პირადი სურვილით და არა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის, სასამართლოს ლიკვიდაციის, მოსამართლის თანამდებობის შემცირების, საპენსიო ასაკის მიღწევის ან სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის საფუძვლით. შესაბამისად, საერთო სასამართლოს მოსამართლეებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, საკითხის დადებითად გადაწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 27 ოქტომბრის №1477/1812-03-ო წერილით სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ბორჯომის რაიონულ განყოფილებას გადაეგზავნა საერთო სასამართლოების ხაზით კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე დ. ნ-ის განცხადება და საჭირო დოკუმენტაცია, სადაც გარდა სამოსამართლეო სტაჟისა, კომპენსაციაზე უფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძვლები მითითებული არ არის.
ამასთან, სააგენტოსათვის გაუგებარია რომელი საფუძვლით მოიპოვა დ. ნ-ემ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება, ვინაიდან სასამართლო სარეზოლუციო ნაწილში უთითებს, რომ დ. ნ-ეს 1999 წლის 15 მაისიდან სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით, განთავისუფლდა სასამართლო ლიკვიდაციის გამო, ხოლო რეალურად მოსარჩელე 2005 წლის 9 დეკემბერს განთავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (პირადი განცხადება).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას უნდა დადგინდეს წარმოადგენს თუ არა დ. ნ-ე სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლობით განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტთა წრე, რა დროსაც კომპენსაციის მისაღებად მოსამართლე კანონით დადგენილ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, მოსამართლისთვის კომპენსაციის დანიშვნის წესს ითვალისწინებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის: ა) 46-ე–49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე; ბ) საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში; გ) 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი; დ) 852 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დ. ნ-ე 1976 წლის 11 აპრილს არჩეულ იქნა ... რაიონის სახალხო მოსამართლედ. საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დ. ნ-ე 1982 წლის 20 ივნისიდან დაინიშნა ... რაიონის სახალხო მოსამართლედ. საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დ. ნ-ე 1987 წლის 21 ივნისიდან არჩეულ იქნა ... რაიონის სახალხო მოსამართლედ. საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დ. ნ-ე 1991 წლის 11 ივნისიდან არჩეულ იქნა ... რაიონის სასამართლოს თავმჯდომარედ.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დ. ნ-ე 1998 წლის 6 ოქტომბერს დაინიშნა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრა, რომ დ. ნ-ე სამოსამართლო უფლებამოსილებას განახორციელებდა თბილისის საოლქო სასამართლოში 1999 წლის 15 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მოსამართლე დ. ნ-ე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2005 წლის 9 დეკემბერს განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ #ბს-707-693(კ-14) ადმინისტრაციულ საქმეზე გაკეთებულ განმარტებებზე და სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დ. ნ-ე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან, მოცემული სამართალურთიერთობის გადაწყვეტისას გავლენას ვერ იქონიებს, რადგან დ. ნ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის კანონისმიერ წინაპირობას ქმნის ჯერ კიდევ 1999 წლის 15 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ლიკვიდაციის ფაქტი, ხოლო სასამართლოს ლიკვიდაცია ავტომატურად უკავშირდება ასეთი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტას. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე დ. ნ-ეს აქვს მოსამართლედ მუშაობის 10 წელზე მეტი (29 წელი) სტაჟი; ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 ოქტომბრის №568 ბრძანებულებით დ. ნ-ე დაინიშნა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის №222 ბრძანებულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 851-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დ. ნ-ეს 1999 წლის 15 მაისიდან სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება დაეკისრა თბილისის საოლქო სასამართლოში. შესაბამისად, დ. ნ-ე ჩაითვლება იმ მოსამართლედ, რომელსაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილების ვადა და რომელსაც ამ დროისათვის ჰქონდა მოსამართლედ მუშაობის 10 წელზე მეტი სტაჟი, კერძოდ, დ. ნ-ე 1999 წლის 15 მაისიდან სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს ლიკვიდაციის გამო განთავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან, რაც მისთვის შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="VAf7sPSVLh0X6LTFbde6NSRdhEEB4faErq5svZ89";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize