დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 14.09.2017
საქმის ნომერი
ბს-366-363(კ-17)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.09.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-366-363(კ-17)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმე #330310114458610

#ბს-366-363(კ-17) 14 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

2014 წლის 19 მარტს თ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მთავრობის, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ი. მ-ის მიმართ.

მოსარჩელემ მოპასუხე ი. მ-ისათვის ქ. თბილისში, ... ქ. #66-ში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით #... და #...) საკუთრებაში გადაცემის შესახებ პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2014 წლის 25 თებერვლის ოქმის და ქ. თბილისში, ... ქ. #66-ში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით #... და #...) აუქციონის წესით განკარგვის შესახებ ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის, როგორც აუქციონატორისთვის, ქ. თბილისში, ... ქ. #66-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ ... და ...) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 მარტის განჩინებით თ. ქ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აეკრძალა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ქ. თბილისში, ... ქ. #66-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ ... და ...).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 მარტის განჩინებაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და ი. მ-მა წარადგინეს საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ი. მ-ის საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის აკრძალვა ქ. თბილისში, ... ქ. #66-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ ... და ...).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 24 აპრილს საჩივრით მიმართა თ. ქ-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 აპრილის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 მაისის განჩინებით თ. ქ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; თ. ქ-ის საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის განჩინებით თ. ქ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 აპრილის განჩინება, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის ქ. თბილისში, ... ქ. #66-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით ... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის აკრძალვის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.03.2014წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით თ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის ფარგლებში მოქცეულია მისასვლელი გზები, ტროტუარი, სკვერი და გასაჩივრებული ოქმი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

კასატორის მითითებით, სასამართლოებმა ყურადღება არ გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ მართალია მხარეები საერთოდ არ დავობენ მიწის ნაკვეთის საზღვრების შესახებ და სამართლებრივად მიიჩნევა ნაკვეთები ერთმანეთს შორის გამიჯნულად, თუმცა ეს ნაკვეთები ფაქტობრივად მდებარეობენ ერთ სივრცეში, ურთიერთმომიჯნავედ, წარმოადგენენ ყოფილი ერთიანი კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ერთიანი მიწის ნაკვეთის დანაწევრებულ ნაწილებს და გააჩნიათ საერთო კომუნიკაცია, როგორც ერთმანეთს შორის, ასევე საჯარო გზებთან.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს შეფასება არის ზედაპირული იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ მიწის ნაკვეთების გასხვისებით თვითმმართველმა კერძო სუბიექტზე გაასხვისა ასევე არსებული დაკავშირების საშუალებები, გზები და მისასვლელები, რომლითაც მრავალი სუბიექტი სარგებლობს დღემდე, ხოლო მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ დავის დაწყების შემდგომ მოხდა მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვა, მიუთითებს იმ ხარვეზზე, რომ ნაკვეთების გასაყიდად გამოტანისას არ ყოფილა დადგენილი მათი რეალური მდგომარეობა და დავის დაწყების შემდგომ მოხდა არსებულ გზებთან დაკავშირებით მისი ნაწილის სერვიტუტით დატვირთვა. კასატორი მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.04.14წ. #5001705814 დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ ამ დასკვნის მონაცემები და ზემოაღნიშნული რეგისტრირებული სერვიტუტი არ ემთხვევა ერთმანეთს.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ს/კ ... უკვე არაერთი ათეული წელია არსებობს გამწვანების ზოლი, რომელიც მოწყობილია. აღნიშნულ საკადასტრო ერთეულზე არსებობს და არსებობდა იმგვარი გამწვანების სივრცე, რომელიც წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას და მისი გასხვისება, მით უფრო იმ მოცემულობაში, როდესაც მისი შემსყიდველი აპირებს მის სამშენებლო განვითარებას, კატეგორიულად დაუშვებელია. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავის დაწყებისას მოპასუხე მიუთითებდა, რომ არ არსებობდა არავითარი დარღვევა ქონების გასხვისების პროცესში, თუმცა სწორედ დავის პროცესში დარეგისტრირდა სერვიტუტის უფლება გზით სარგებლობისთვის სადავო მიწის ნაკვეთზე, რამაც მხოლოდ ნაწილობრივ მოაგვარა პრობლემა, ხოლო საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას ... საკადასტრო ერთეულიდან ამოღებულ იქნა 107 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც ფაქტობრივად მოიცავს სახელმწიფო შესყიდვის გზით მოწყობილი სკვერის ფართობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისში, ... ქ. #66-ში მდებარე უძრავი ნივთი - მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გამიჯნულია ერთმანეთისაგან, მინიჭებული აქვს შესაბამისი საკადასტრო კოდები და წარმოადგენს სხვადასხვა პირთა საკუთრებას. საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონებების საზღვების ან/და ადგილმდებარეობის თაობაზე დავა/დავები არ მიმდინარეობს. ამდენად, თბილისში, ... ქუჩის #66-ში მდებარე უძრავი ქონების დაყოფა/გამიჯვნა სადავო არ არის. ამასთან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული 16.04.14წ. #5001705814 დასკვნით და ადგილზე დათვალიერებით დადასტურებულია, რომ #..., #..., #... და #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებთან მისვლა/დაკავშირება შესაძლებელია #... და #... მიწის ნაკვეთების მეშვეობით.

დადგენილია, რომ #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სერვიტუტი. კერძოდ, 2014 წლის 11 აპრილს 498 კვ.მ თ. ქ-ის მიერ დავის დაწყების შემდეგ დაიტვირთა სერვიტუტით. დავის დაწყებამდე მხოლოდ 180 კვ. მეტრზე, ელექტრო ჯიხურთან მისასვლელ გზაზე იყო სერვიტუტი გათვალისწინებული. #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთიდან 154 კვ.მ დატვირთულია სერვიტუტით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 21.08.13წ. #02-9/590 ბრძანების საფუძველზე. სერვიტუტით არის ასევე დატვირთული #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, რომელიც #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა. #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. მარეგისტრირებელი ორგანოს 04.11.14წ. #229731 წერილის თანახმად, ხსენებულ უძრავ ქონებაზე სკვერი, საბავშვო მოედანი ან სხვა სახის ლანდშაფტური ობიექტი მითითებული არ არის.

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური ადასტურებს, რომ #... და #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე ლანდშაფტური მშენებლობის წარმოებასთან დაკავშირებით ნებართვის მოთხოვნით სამგორის რაიონის გამგეობის განაცხადი არ იძებნება სამსახურში.

ამასთან, ადგილის დათვალიერებით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილზე ბავშვთა სათამაშო მოედანია მოწყობილი. ასევე, საქმეზე წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული 16.04.14წ. #5001705814 დასკვნით დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ფარგლებში მოქცეულია საბავშვო მოედანი. თუმცა, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს საქმეში დასართავად წარმოდგენილი „უძრავი ქონების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 2 ნოემბრის #09-1/1776 ბრძანებით დგინდება, რომ დაკმაყოფილდა ი. მ-ის განცხადება და განხორციელდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნა და მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, სადაც საბავშვო მოედანი იყო მოწყობილი, გადაეცა ადგილობრივ თვითმმართველობას და დარეგისტრირდა მის საკუთრებად. ამდენად, სადავო საბავშვო მოედანი აღარ წარმოადგენს ი. მ-ის საკუთრებას და ამ დროისათვის იგი რეგისტრირებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად.

საქმეზე წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული 16.04.14წ. #5001705814 დასკვნით ასევე დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ფარგლებში ტროტუარები არ ფიქსირდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით ვერ დგინდება, რომ ი. მ-ზე აუქციონის წესით გასხვისებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ტროტუარს, გამწვანების ზონას ან საერთო სარგებლობის გზას, რომელზე მოძრაობაც სხვა პირებს ეკრძალებათ. ასევე, დღეისათვის ი. მ-ის საკუთრებაში აღარ იმყოფება მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზეც საბავშვო მოედანი იყო მოწყობილი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის სადავო აუქციონის ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. ქ-ს საკასაციო საჩივარზე 2017 წლის 19 ივნისს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. ქ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინება;

3. თ. ქ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2017 წლის 19 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

 

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="5jTkXbtNS4vCHQXWelWkNbmvNHq59RNw4M1pyvad";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize