საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2კ-357აპ.-10 ქ. თბილისი
22 ივლისი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. რ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენზე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ზ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით, 1 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 2000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 1 ოქტომბრიდან; მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. ზ. მ-ს დაზარალებულ ქ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა. გაუქმდა ზ. მ-ისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და მის სახელზე არსებული უძრავი ქონებიდან _ ქ. საჩხერე, --- ქ. ¹5-ში მდებარე 560მ2 ფართობი მიწის ნაკვეთიდან 350მ2 ფართობის მიწის ნაკვეთი, გირაოს სახით გათვალისწინებული თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიექცა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ასევე გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ზ. მ-ის სახელზე არსებულ უძრავ ქონებაზე _ ქ. საჩხერე, --- ქ. ¹5-ში მდებარე 560მ2 ფართობი მიწის ნაკვეთიდან 350მ2 ფართობის მიწის ნაკვეთზე, 86,6მ2 საერთო სარგებლობის ფართობის მქონე საცხოვრებელ სახლთან ერთად, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 4000 ლარს, 3000 ლარის ფარგლებში დადებული ყადაღა გაუქმდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის 273-ე მუხლითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. რ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.