საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 09.06.2010
საქმის ნომერი
2კ-361აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.06.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

361აპ-10 ქ. თბილისი

9 ივნისი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ს-ის განცხადება, რომლითაც იგი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განაჩენით ე. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 დეკემბრიდან. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2009 წლის 23 აგვისტოდან იმავე წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა. წარმოდგენილი განცხადებით კასატორი _ მსჯავრდებული ე. ს-ი ითხოვს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, სათათბირო ოთახში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ე. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს განხილული კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.