საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.06.2010
საქმის ნომერი
2კ-451აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.06.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

451აპ-10 29 ივნისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. დ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ვ. ხ-სა და თ. ბ-ს, მსჯავრდებულ გ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ-სა და მსჯავრდებულ ჯ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მარტის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის განაჩენით:

გ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით და ჯარიმა – 4000 ლარის ოდენობით;

ბ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით და ჯარიმა – 4000 ლარის ოდენობით;

თ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით და ჯარიმა – 4000 ლარის ოდენობით;

ჯ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით და ჯარიმა – 4000 ლარის ოდენობით;

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მარტის განაჩენით ცვლილება იქნა შეტანილი, კერძოდ:

გ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით;

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-41-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 4000 ლარის ოდენობით;

ბ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით;

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-41-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 4000 ლარის ოდენობით;

თ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით;

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-41-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 4000 ლარის ოდენობით;

ჯ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით;

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-41-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 4000 ლარის ოდენობით;

მსჯავრდებულებს – ჯ. დ-ს, თ. თ-ს, ბ. დ-სა და გ. ჭ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2009 წლის 30 იანვრიდან.

საქართველოს სსსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, სამოქალაქო მოსარჩელეების - თ. ხ-ს, ა. ხ-სა და გ. ს-ს მიერ სამოქალაქო სარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის გამო შეწყდა წარმოება.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. დ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ვ. ხ-სა და თ. ბ-ს, მსჯავრდებულ გ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ-სა და მსჯავრდებულ ჯ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.