საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.06.2010
საქმის ნომერი
2კ-471აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.06.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

471აპ-10 23 ივნისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. თ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ზ. რ-სა და რ. შ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 იანვრის განაჩენით ზ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და შეეფარდა:

საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;

სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;

იმავე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით;

სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ზ. თ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით.

მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 22 მაისიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განაჩენით ცვლილება იქნა შეტანილი, კერძოდ:

ზ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და შეეფარდა:

საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;

სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;

იმავე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით;

სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ», ,,დ» ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა – 5 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ზ. თ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ», ,,დ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. თ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ზ. რ-სა და რ. შ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.