დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-379-376(კ-17)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
საქმე №ბს-379-376(კ-17) 19 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ზ. ი-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ი-მა 2015 წლის 27 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოპასუხისათვის 932.5 (ცხრაას ოცდათორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის მატერიალური და 3000 (სამი ათასი) ლარის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის განჩინებით ზ. ი-ის შუამდგომლობა - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მაისი გადაწყვეტილებით ზ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზ. ი-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 100(ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ი-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის განჩინებით ზ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის განჩინება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ზ. ი-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით ზ. ი-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდა.
ზ. ი-ის საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საქმისათვის. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის არსებობა, ასევე ყურადღება არ გაუმახვილებია სარჩელზე დართულ მტკიცებულებაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო საჩივარზე უარი ეთქვა დაუშვებლობის მოტივით. კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია ქსნის N15 დაწესებულების MO 4160096045 და MO 71501132055 წერილებზე, MO 21600075064 წერილსა და მის დანართზე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს N8535 ცნობასა, და ქსნის N15 დაწესებულების MO 31600311161 წერილზე.
ზ. ი-ი აღნიშნავს, რომ იგი პოლიტიკური მოტივით იდევნებოდა და სასჯელს იხდიდა ქსნის N15 დაწესებულებაში, სადაც არ ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა იურიდიულ ლიტერატურას, რომლითაც შეძლებდა სრულყოფილი დაცვისათვის მომზადებულიყო. იგი დამატებით აღნიშნავს, რომ ქსნის N15-ე დაწესებულებაში დაცული არ იყო შესაბამისი ლიტერატურა, რითაც შეძლებდა გაცნობოდა საერთაშორისო და უზენაესი სასამარლოს პრაქტიკას. კასატორი აღნიშნავს: იმის გამო, რომ არ იყო ხელმისაწვდომი ლიტერატურა მან ვერ შეძლო შესაბამისად მომზადება რის შედეგადაც მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი. კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონის „ადვოკატთა შესახებ“ მის წარმომადგენელთან მიმართებაში, რასთან დაკავშრებითაც აღნიშნავს, რომ მისი წარმომადგენელი არ არის ადვოკატი და შესაბამისად, აღნიშნული კანონის გამოყენება იყო არასწორი.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის რომ 2013 წლიდან 2015 წლის ნოემბრის თვემდე პერიოდში მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟით გათვალისწინებული თანხები და იგი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ პერიოდში მოპასუხე ორგანი ვალდებული იყო მისთვის შეექმნა მოთხოვნილი ლიტერატურითა და ნორმატიული აქტებით სარგებლობის შესაძლებლობა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოთქმული გარემოებების გათვალისწინებით უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მისი სარჩელი დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით ზ. ი-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ დასაბუთებას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზ. ი-ის მოთხოვნა ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის რეგულირების რეჟიმში, რამდენადაც ზიანის ანაზღაურების მოვალეობის წინაპირობის დადგენისათვის საჭიროა სახეზე იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზ. ი-ი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ძირითად არგუმენტად მიუთითებს, იმას, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ ბიბლიოთეკაში არ მოიპოვებოდა ის იურიდიული ლიტერატურა, რაც აუცილებელი იყო მისი, როგორც მოსარჩელის დაცვის უფლების სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობისათვის, რის გამოც იგი ვერ უზრუნველყოფდა საკუთარი უფლების დაცვას სასამართლოში, შესაბამისად, სასამართლო იღებდა მის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, აკისრებდა მას სახელმწიფო ბაჟს. კასატორის მითითებით, პენიტენციური დაწესებულების უმოქმედობა გამოიხატება იმაში, რომ დაწესებულების ბიბლიოთეკაში არ არის მოთავსებული ის სპეციალური იურიდიული ლიტერატურა (საპროცესო კანონმდებლობა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები და ა. შ), რომელთა გაცნობისა და მითითების შედეგად, სასამართლოს მიერ მისთვის სასურველი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და ბაჟი აღარ დაეკისრებოდა. ამდენად მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობით (დაწესებულების ბიბლიოთეკაში იურიდიული ლიტერატურის განუთავსებლობა), მას მიადგა მატერიალური (დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი და სააღსრულებო მოსაკრებელი) და მორალური ზიანი.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამარლოს მსჯელობას, რომ ზემოხსენებულ არგუმენტებს აბათილებს საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებითი სახის დოკუმენტი, კერძოდ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N15 დაწესებულების 2015 წლის 24 ივლისისა და 23 დეკემბრის წერილები, რომლითაც დასტურდება, რომ პენიტენციური დაწესებულებაში მოწყობილია ბიბლიოთეკა, სადაც არის განთავსებული, როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ისე ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გასაგებ ენაზე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ კანონმდებლობა. აგრეთვე საქმის მასალებით ირკვევა, რომ პენიტენციური დაწესებულების მხრიდან მოსარჩელეს არ შეზღუდვია უფლება ბიბლიოთეკაში არარსებული იურიდიული ლიტერატურა მიეღო სხვადასხვა საშუალებებით.
საკასაციო სასამართლო ზემოთქმულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი - უმოქმედობის ფაქტი, შესაბამისად, იმის მითითება რომ ზ. ი-ს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში შეზღუდული ჰქონდა და ვერ ახორციელებდა საკუთარი უფლებების ჯეროვნად დაცვას, რასაც შედეგად მოჰყვა სასამართლოს მიერ მისთვის სახელმწიფო ბაჟების დაკისრება, არ გამომდინარეობს საქმის რეალური გარემოებებიდან.
საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მიხედვით არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. აგრეთვე იზიარებს, რომ მორალურ ზიანში იგულისხმება სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა და სხვა). პირს ზიანი დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დგება იმ შემთხვევაში, როცა ზიანი სამართლებრივად მნიშვნელოვანია და ამდენად, ანგარიშგასაწევი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ კერძო სამართლებრივ (იგივე საჯაროსამართლებრივ) ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზ. ი-ის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ აქვს სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="E9wufYNEUwC3YTO4fxFjJedG09go62fEST1FlOWA";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize